მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 19:33

32. მოვედ და ვასუათ ღჳნოჲ მამასა ჩუენსა და დავწვეთ მის თანა და აღვადგინოთ თესლი მამისაგან ჩუენისა.33. ასუეს მამასა მათსა ღჳნოჲ მას ღამესა და შევიდა უხუცესი იგი და დაწვა მამისა თჳსისა თანა მას ღამესა. და არა ცნა დაწოლაჲ მისი და აღდგომა მისი.34. და ჰრქუა უხუცესმან მან ხვალისაგან უმრწემესსა მის: აჰა ესერა, მე დავწევ გუშინ მამისა ჩემისა თანა, ვასუათ მას ღჳნოჲ ამას ღამესა-ცა და შენ დაწევ მის თანა და აღვადგინოთ მამისა ჩუენისაგან თესლი.
დაბადებისა თავი 19
33. ასუეს მამასა მათსა ღჳნოჲ მას ღამესა და შევიდა უხუცესი იგი და დაწვა მამისა თჳსისა თანა მას ღამესა. და არა ცნა დაწოლაჲ მისი და აღდგომა მისი.
საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. აბრაამის შუამდგომლობა და სოდომის დაქცევა (19:27–29)

გუშინდელმა საუბარმა სამარიელი დედაკაცის შესახებ საკმარისად გვიჩვენა უფლის გამოუთქმელი სულგრძელობაც, მისი განსაკუთრებული მზრუნველობა მის მიმართ და ქალის მადლიერებაც. თქვენ ნახეთ, როგორ მოვიდა ის გრძნობადი წყლის ამოსახაპად და სულიერი წყაროს საღვთო ნაკადებით დარწყულდა, და ასე დაბრუნდა სახლში, თავის თავზე აღასრულა რა უფლის სიტყვა: „ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ" (). ამ საღვთო და სულიერი წყაროთი აღვსილმა მან ნაკადები თავის თავში ვერ შეიკავა, არამედ თავისი სიჭარბიდან, ასე ვთქვათ, მისთვის მინიჭებული ნიჭის მადლი ქალაქის მცხოვრებლებზეც გადმოადინა; და ქალი, სამარიელი, უცხოტომელი, უეცრად მქადაგებლად იქცა. თქვენ ნახეთ, რა მნიშვნელოვანია სულიერი მადლიერება, ნახეთ უფლის კაცთმოყვარეობაც: როგორ არავის არ უგულებელყოფს, არამედ, თუნდაც ქალში, თუნდაც ღარიბ ადამიანში, ვინმეში კი ფხიზელ და მხურვალე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის