მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 19:30

29. და იყო, დაქცევასა მას უფლისა მიერ ქალაქებისა მის სანახებისასა მოეჴსენა ღმერთსა აბრაჰამ და გამოიყუანა ლოთ შორის დაქცევისა მის, რაჟამს დააქცია უფალმან ქალაქები იგი, რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო ლოთ.30. აღვიდა ლოთ სეგორით და დაჯდა იგი მთასა ზედა და ასულნი მისნი მის თანა, რამეთუ შეეშინა დამკჳდრებად სეგორს შინა. და დაემკჳდრა ქუაბსა შინა იგი და ორნი ასულნი მისნი მის თანა.31. ჰრქუა უხუცესმან უმრწემესსა მას: მამაჲ ჩუენი მოხუცებულ არს და ქუეყანასა ზედა არა არს, ვინმცა შემოვიდა ჩუენდა, ვითარცა-იგი არს წესი, რათა მკჳდროან იქმნეს ყოვლისა ქუეყანისაჲ.
დაბადებისა თავი 19
30. აღვიდა ლოთ სეგორით და დაჯდა იგი მთასა ზედა და ასულნი მისნი მის თანა, რამეთუ შეეშინა დამკჳდრებად სეგორს შინა. და დაემკჳდრა ქუაბსა შინა იგი და ორნი ასულნი მისნი მის თანა.
საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ლოტის ქალიშვილთა განზრახვა (19:30–33):

მთელი ეს თხრობა იმისთვის მიგვაჩნდა საჭიროდ გადმოგეცათ, რათა იცოდეთ, რომ სასურველს არა იმდენად სხვათა შუამდგომლობით ვაღწევთ, რამდენადაც თავად ჩვენით, ოღონდ მოშურნეობითა და გამძაფრებული ყურადღებით მივეახლოთ. აი, ამ ქალს მოწაფეებიც ჰყავდა შუამდგომლებად და მაინც ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია, ვიდრე თავად, თავისი მოთმინებით, უფლის კაცთმოყვარეობა არ მოიზიდა. ასევე ცნობილი იგავი მეგობრის შესახებ, რომელიც არადროულად, ღამით მოვიდა და სამი პური ითხოვა, იმავეს ასწავლის. იქ ნათქვამია: „დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა, წყინებისა მისთჳს მისისა აღდგეს და მისცეს, რაოდენი უჴმდეს მას" (). მაშ, ჩვენი უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობის მცოდნენი, მივმართოთ მას, გამოვავლინოთ და თითქოს საკუთარი თვალწინ წარმოვიდგინოთ თითოეული ჩვენი შეცოდება ცალ-ცალკე, ამასთანავე, წარსულ ცოდვათა მიტევებაც ვითხოვოთ, რათა, ამიერიდან უფრო დიდი მოშურნეობით, კეთილ საქმეებში მეტი ყურადღებით, მის უფრო დიდ კეთილგანწყობას ვეღირსოთ. შემდეგ, თუ გნებავთ, მივუბრუნდეთ დღევანდელი საკითხავის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის