რას ამბობ: „ჩემი საქმე გავაკეთე"? შენ ნადავლი დაკარგე, საგანძური გაუშვი ხელიდან, — და, თურმე, შენი საქმე გააკეთე? მაშინ გააკეთებდი შენს საქმეს, თუ ხელიდან არ გაგეშვა საგანძური, თუ ნადავლს არ ჩაუვლიდი, თუ სტუმართმოყვარეობას არა მხოლოდ სიტყვით გამოიჩენდი, თავაზიანობისთვის. არა ასე მოიქცა ის მართალი ლოტი, არამედ როგორ? დაინახა რა, რომ უცხოები წინააღმდეგობას უწევდნენ მის სურვილს და ქუჩაში უნდოდათ დარჩენა (ანგელოზები ამას იმისთვის აკეთებდნენ, რომ მართლის სათნოება კიდევ უფრო გამოაჩინონ და ჩვენ ყველას ენახა, რა დიდი იყო მისი სტუმართმოყვარეობა), იგი აღარ კმაყოფილდება სიტყვიერი თხოვნითა და დარწმუნებით, არამედ ძალასაც კი მიმართავს. ასევე ქრისტემაც თქვა: „სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (). რასაკვირველია, სადაც სულიერი შეძენა იგულისხმება, იქ დაჟინება სათანადოა და მოშურნეობა საქებარი. „და აიძულა მათ", ნათქვამია (). მგონია, რომ იგი მათ თითქმის ძალით მოათრევდა. შემდეგ, როცა სტუმრებმა დაინახეს, რომ მართალმა ასე...
დაბადებისა 19:3
2. და ჰრქუა: აჰა, უფალნო, მოაქციეთ ჩემდა მომართ სახიდ მონისა თქუენისა და დაივანეთ და დაიბანენით ფერჴნი და, განცისკრდეს რაჲ, წარვედით გზასა თქუენსა. და თქუეს: არა, არამედ უბანთა ზედა დავივანოთ.3. და აიძულა მათ და მოაქციეს მისსა მიმართ და შევიდეს სახედ მისსა. და უქმნა მათ სასუმელი და უცომონი წარუცნა მათ და ჭამეს პირველ დაძინებისა.4. და კაცთა ქალაქისათა სოდომელთა გარე მოიცვეს სახლი ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე ყოველმან ერმან ერთბამად.
დაბადებისა თავი 19