მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 19:18

17. და იყო, რაჟამს გამოიყუანეს იგინი გარე და ჰრქუეს: ცხოვნებით იცხოვნე სული შენი, ნუ უკმოიხედავ უკუღმართ. ნუცა დასდგები ყოველსა შინა გარემო სოფლებთა, არამედ მთად კერძო ივლტოდე, ნუუკუე თანა შეეპყრა.18. და თქუა ლოთ მათდა მიმართ: გევედრები, უფალო.19. ვინათგან პოვა წყალობაჲ მონამან შენმან წინაშე შენსა და განადიდე სიმართლე შენი, რომელსა ჰყოფ ჩემ ზედა განრინებად სულისა ჩემისა. ხოლო მე ვერ ძალ-მიც მიწევნად მთად, ნუუკუე მეწიოს მე ბოროტი ესე და მოვკუდე.
დაბადებისა თავი 19
18. და თქუა ლოთ მათდა მიმართ: გევედრები, უფალო.
საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. ლოტის სტუმართმოყვარეობა და სათნოების ძალა (19:1)

როგორც აყვავებული მდელო თვალს უჩვენებს სხვადასხვა და მრავალფეროვან ყვავილებს, ისევე საღვთო წერილი გვიჩვენებს მართალთა სათნოებებს, — არა იმისთვის, რომ მხოლოდ გარბენით ვისიამოვნოთ მათი კეთილსურნელებით, ისევე, როგორც ყვავილების სურნელებით ვსიამოვნებთ, არამედ იმისთვის, რომ მუდმივად ვკრეფდეთ აქედან ნაყოფს ჩვენს სასარგებლოდ. ყვავილებთან — მხოლოდ ხელში ავიღებთ, მალევე ჭკნება და კარგავს თავის სიამოვნებას. აქ კი ასე არ არის: სმენით რომ მივიღებთ მართალთა სათნოებებს და ჩვენი გულის სიღრმეში შევინახავთ, — ყოველ დროს შეგვიძლია, თუ მოვისურვებთ, ვისიამოვნოთ მათი კეთილსურნელებით. მაშ, თუ ასეთია საღვთო წერილში აღწერილი წმიდანთა სათნოებების კეთილსურნელება, გამოვცადოთ დღეს ლოტის სათნოებების კეთილსურნელება, რათა ზედმიწევნით ვიცოდეთ, როგორ აიყვანა მამამთავარსთან (აბრაამთან) ურთიერთობამ ეს მართალი სათნოების უმაღლეს მწვერვალზე და როგორ აჩვენა მან, მამამთავრის კვალდაკვალ მიჰყვებოდა რა, თავისი სტუმართმოყვარეობა საქმით. მაგრამ, რომ ჩვენი სიტყვა უფრო ნათელი იყოს, სჯობს თავად წერილის სიტყვებს მოვუსმინოთ:...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის