ზედმეტად დიდია მათი ურჯულოება; და, რადგან მათი სენი განუკურნებელია და ჭრილობა არანაირ წამალს არ იღებს, ამიტომაც „მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა". სწორედ ამას გამოხატავდა ნეტარი დავითი სიტყვებით: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა" (). ჩვენ მოვედით, ამბობენ, მთელი ამ ქვეყნის მოსასპობად (მცხოვრებთა ცოდვისთვის თავად მიწაც ექვემდებარება სასჯელს); მაშ, გამოდი შენ აქედან. მართალმა, ეს რომ მოისმინა და შეიტყო მიზეზი, რისთვისაც მოვიდნენ ეს, გარეგნულად ჩვეულებრივი ადამიანები, არსებით კი ანგელოზები და ყოველთა ღვთისმსახურნი, „გამოვიდა და თქუა სიძეთა მიმართ თჳსთა, მიმყუანებელთა ასულთა მათთასა" (). მაგრამ ადრე იმ ურჯულოებს ეუბნებოდა: „აი, ორი ასული მყავს, რომლებმაც არ იცნენ მამაკაცი"; როგორ ნათქვამია აქ: „სიძეთა მიმართ თჳსთა, მიმყუანებელთა ასულთა მათთასა?" ნუ იფიქრებ, რომ ეს სიტყვები ადრე მართლის მიერ ნათქვამს ეწინააღმდეგება. ძველთა ჩვეულება იყო — დაქორწინებამდე დიდი ხნით ადრე ნიშნობის გადახდა...
დაბადებისა 19:14
13. რამეთუ წარვსწყმედთ ჩუენ ადგილსა ამას, რამეთუ ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა და მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა.14. გამოვიდა ლოთ და თქუა: სიძეთა მიმართ თჳსთა, მიმყუანებელთა ასულთა მათთასა, და ჰრქუა: აღდეგით და გამოვედით ადგილისა ამისგან, რამეთუ აჰჴოცს უფალი ქალაქსა ხოლო საცინელად შეირაცხა წინაშე სიძეთა მისთა.15. და ვითარ ცისკარი იქმნა, და ასწრაფობდეს ანგელოზნი ლოთს მეტყუელნი: აღდეგ, მიიყუანე ცოლი შენი და ორნი ასულნი შენნი, რომელნი გისხენ, და განვედ, რათა არა თანა წარსწყმდე უსჯულოებათა ქალაქისათა.
დაბადებისა თავი 19