მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 19:13

12. და თქუეს კაცთა მათ ლოთის მიმართ: არს ვინა შენი აქა სიძენი, ანუ ძენი, ანუ ასულნი, ანუ ვინცა ვინ შენი არს სხუაჲ ქალაქსა შინა, განიყვანენ იგინი ადგილით ამით.13. რამეთუ წარვსწყმედთ ჩუენ ადგილსა ამას, რამეთუ ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა და მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა.14. გამოვიდა ლოთ და თქუა: სიძეთა მიმართ თჳსთა, მიმყუანებელთა ასულთა მათთასა, და ჰრქუა: აღდეგით და გამოვედით ადგილისა ამისგან, რამეთუ აჰჴოცს უფალი ქალაქსა ხოლო საცინელად შეირაცხა წინაშე სიძეთა მისთა.
დაბადებისა თავი 19
13. რამეთუ წარვსწყმედთ ჩუენ ადგილსა ამას, რამეთუ ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა და მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა.
საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. ლოტის სტუმართმოყვარეობა და სათნოების ძალა (19:1)

როგორც აყვავებული მდელო თვალს უჩვენებს სხვადასხვა და მრავალფეროვან ყვავილებს, ისევე საღვთო წერილი გვიჩვენებს მართალთა სათნოებებს, — არა იმისთვის, რომ მხოლოდ გარბენით ვისიამოვნოთ მათი კეთილსურნელებით, ისევე, როგორც ყვავილების სურნელებით ვსიამოვნებთ, არამედ იმისთვის, რომ მუდმივად ვკრეფდეთ აქედან ნაყოფს ჩვენს სასარგებლოდ. ყვავილებთან — მხოლოდ ხელში ავიღებთ, მალევე ჭკნება და კარგავს თავის სიამოვნებას. აქ კი ასე არ არის: სმენით რომ მივიღებთ მართალთა სათნოებებს და ჩვენი გულის სიღრმეში შევინახავთ, — ყოველ დროს შეგვიძლია, თუ მოვისურვებთ, ვისიამოვნოთ მათი კეთილსურნელებით. მაშ, თუ ასეთია საღვთო წერილში აღწერილი წმიდანთა სათნოებების კეთილსურნელება, გამოვცადოთ დღეს ლოტის სათნოებების კეთილსურნელება, რათა ზედმიწევნით ვიცოდეთ, როგორ აიყვანა მამამთავარსთან (აბრაამთან) ურთიერთობამ ეს მართალი სათნოების უმაღლეს მწვერვალზე და როგორ აჩვენა მან, მამამთავრის კვალდაკვალ მიჰყვებოდა რა, თავისი სტუმართმოყვარეობა საქმით. მაგრამ, რომ ჩვენი სიტყვა უფრო ნათელი იყოს, სჯობს თავად წერილის სიტყვებს მოვუსმინოთ:...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის