მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 19:1

1. ხოლო მოვიდეს ორნი ანგელოზნი მიმწუხრი და ლოთ ჯდა წინაშე ბჭეთა სოდომისთა. და იხილნა რაჲ ლოთ, აღდგა მიგებებად მათდა და თაყუანის-სცა პირითა ქუეყანასა ზედა.2. და ჰრქუა: აჰა, უფალნო, მოაქციეთ ჩემდა მომართ სახიდ მონისა თქუენისა და დაივანეთ და დაიბანენით ფერჴნი და, განცისკრდეს რაჲ, წარვედით გზასა თქუენსა. და თქუეს: არა, არამედ უბანთა ზედა დავივანოთ.
დაბადებისა თავი 19
1. ხოლო მოვიდეს ორნი ანგელოზნი მიმწუხრი და ლოთ ჯდა წინაშე ბჭეთა სოდომისთა. და იხილნა რაჲ ლოთ, აღდგა მიგებებად მათდა და თაყუანის-სცა პირითა ქუეყანასა ზედა.
საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ლოტის სტუმართმოყვარეობა და სათნოების ძალა (19:1):

როგორც აყვავებული მდელო თვალს უჩვენებს სხვადასხვა და მრავალფეროვან ყვავილებს, ისევე საღვთო წერილი გვიჩვენებს მართალთა სათნოებებს, — არა იმისთვის, რომ მხოლოდ გარბენით ვისიამოვნოთ მათი კეთილსურნელებით, ისევე, როგორც ყვავილების სურნელებით ვსიამოვნებთ, არამედ იმისთვის, რომ მუდმივად ვკრეფდეთ აქედან ნაყოფს ჩვენს სასარგებლოდ. ყვავილებთან — მხოლოდ ხელში ავიღებთ, მალევე ჭკნება და კარგავს თავის სიამოვნებას. აქ კი ასე არ არის: სმენით რომ მივიღებთ მართალთა სათნოებებს და ჩვენი გულის სიღრმეში შევინახავთ, — ყოველ დროს შეგვიძლია, თუ მოვისურვებთ, ვისიამოვნოთ მათი კეთილსურნელებით. მაშ, თუ ასეთია საღვთო წერილში აღწერილი წმიდანთა სათნოებების კეთილსურნელება, გამოვცადოთ დღეს ლოტის სათნოებების კეთილსურნელება, რათა ზედმიწევნით ვიცოდეთ, როგორ აიყვანა მამამთავარსთან (აბრაამთან) ურთიერთობამ ეს მართალი სათნოების უმაღლეს მწვერვალზე და როგორ აჩვენა მან, მამამთავრის კვალდაკვალ მიჰყვებოდა რა, თავისი სტუმართმოყვარეობა საქმით. მაგრამ, რომ ჩვენი სიტყვა უფრო ნათელი იყოს, სჯობს თავად წერილის სიტყვებს მოვუსმინოთ: „მოვიდეს, — ნათქვამია, — ორნი ანგელოზნი სოდომად...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის