მაგრამ ეს მართალი, ღვთის კაცთმოყვარეობის ასეთ სიმდიდრეს რომ ხედავს, ჯერ კიდევ არ ჩერდება, არამედ კვლავ ამბობს: „ნუ რაჲ, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა" ()? ღვთის გამოუთქმელი სულგრძელობა გამოცადა რა და შიშობს, რომ უკვე არ აღძრას თავის წინააღმდეგ იმის რისხვა, ვის წინაშეც სხვებისთვის შუამდგომლობდა, პატრიარქი ამბობს: „ნუ რაჲ, უფალო"? უგუნურად ხომ არ ვიქცევი? ხომ არ ვავლენ რამე თავხედურს? ხომ არ ვაკეთებ გაკიცხვის ღირს საქმეს, „უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა"? მაგრამ შენი დიდი სახიერებით, მიიღე ჩემგან კიდევ ერთი ვედრება: „იპოვნენ თუ ათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ათთათჳს". და, რადგან პატრიარქმა წინასწარ თქვა — კიდევ „ერთგზის-ღა ვიტყოდი", „წარვიდა, — ნათქვამია, — უფალი, ვითარცა დასცხრა ზრახჳსაგან აბრაჰამისსა. და მიიქცია ადგიდ თჳსსა" (). ხედავთ უფლის მთელ შეწყნარებას? ხედავთ მართლის მხურვალე სიყვარულს? გესმით ახლა, რა ძალა აქვთ სათნოებაში მოღვაწე ადამიანებს? „უკუეთუ ვპოვო, — ამბობს უფალი, — ათი მართალი", მათთვის...
დაბადებისა 18:33
32. და თქუა: ნუ რაჲ, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა და იპოვნენ თუ ათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ათთათჳს.33. და წარვიდა უფალი, ვითარცა დასცხრა ზრახჳსაგან აბრაჰამისსა. და მიიქცია ადგიდ თჳსსა.
დაბადებისა თავი 18