...დაბ 18:26). ორმოცდაათ მართალს, ამბობს, თუ იპოვებიან, ვაჩუქებ დანარჩენთა ხსნას, და შენს თხოვნას შევასრულებ. მაშინ მართალი, გამბედაობა რომ იგრძნო და ღვთის კაცთმოყვარეობით სარგებლობდა, თხოვნაში უფრო შორს მიდის და ამბობს: „აწ ვიწყე სიტყუად უფლისა მიმართ, ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ" (). ნუ განმსჯი, უფალო, ამბობს, თითქოს საკუთარ თავს არ ვიცნობ და საზღვრებს გადავცდები, ასეთ დიდ კადნიერებასას რომ ვაჩვენებ: მე ვიცი, რომ მიწა ვარ და ნაცარი. მაგრამ როგორც ამას ვიცი და კარგად ვაცნობიერებ, ისევე ვიცი, რომ შენი კაცთმოყვარეობა დიდია, რომ მოწყალებით მდიდარი ხარ და გნებავს ყოველთა კაცთა ცხონებაჲ. ადამიანები რომ არაფრისგან შეიქმენი, ნუთუ ინდომებდი ოდესმე მათ, უკვე არსებულთა, განადგურებას, მათი ცოდვების სიმრავლე რომ არ ყოფილიყო ასეთი? ამიტომ კვლავ ვთხოვ და ვევედრები: „უკუეთუ შემცირდენ ერგასისნი მართალნი ორმეოცდახუთად, წარსწყმიდო-ა ორმეოცდახუთთათჳს ყოველი ქალაქი? და თქუა: უკუეთუ ვპოვნე მუნ ორმეოცდახუთნი, არა წარვწყმიდო" (). ვინ შეაქებს ღირსეულად ყველაფრის მეუფეს ასეთი სულგრძელობისა და შეწყნარებისთვის, ან ვინ საკმარისად შეანატრებს მართალს, რომელმაც ასეთი კადნიერება მიიღო?...
დაბადებისა 18:27
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ორ ძველი აღთქმის მართლებიც სწორედ ამით გამოირჩეოდნენ, ანუ იმით, რომ უამრავი ღვაწლის აღსრულებისა და ღვთის წინაშე გამოუთქმელი კადნიერების მოპოვების შემდეგ, თავს იმდაბლებდნენ? ისმინე, როგორ პატრიარქი, ღმერთთან საუბრის შემდეგ, მისგან აღთქმის მიღების შემდეგ, ასე ამბობდა თავის თავზე: „ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ" ().
3. თარრას გამოსვლა და აბრაამის მოწოდება (11:31–12:3)
მაგრამ, რადგან პატრიარქი ვახსენე, მოდით, თუ ინებებთ, დღევანდელი საკითხავი საყვარელნო, შემოგთავაზოთ, რათა მისი განმარტებით ვიხილოთ ამ მართლის სათნოების განსაკუთრებული სიდიადე. „და მოიყვანნა, — ნათქვამია, — თარრა აბრაამ" და ნაქორ, „ძენი თჳსნი, და ლოთ, ძე არრანისი, ძისა თჳსისა" და სარა, „და გამოიყვანნა იგინი სოფლისაგან ქალდეველთასა წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდა ვიდრე ხარრანადმდე და დაემკჳდრა მუნ. და იქმნნეს ყოველნი დღენი თარრასნი ქარანს შინა ორასდახუთ წელ და მოკუდა თარრა ხარანს შინა" (დაბ 11:31–32). გთხოვთ, ყურადღებით მოვისმინოთ ეს სიტყვები, რათა ნაწერის აზრი ჩავწვდეთ. აი, თავიდანვე ამ სიტყვებში გაურკვევლობა ჩნდება. ამ ნეტარმა წინასწარმეტყველმა, ანუ მოსემ, თქვა, რომ „მოიყვანნა თარრა აბრაამ" და ნაქორ, **„გამოიყვანნა სოფლისაგან ქალდეველთასა წარსლვად ქ...
...ისი მათ შორის, რამეთუ საყოფელი მათი უდაბნოჲ არს, და საქმენი მათნი - სიმდაბლისა მომგებელ. რამეთუ ჩუენ ადგილნიცა და საქმენი და საყოფელნი - ყოველნივე ზუაობად მიგჳზიდავს, გარნა არავე გუაქუს ამისგან მიზეზი განმამართლებელად ზუაობისა ჩვენისა; რამეთუ აბრაჰამ შორის ქანანელთა იყო და შეერაცხა თავი თჳსი მიწად და ნაცრად; და დავით მეფობასა შინა იყო და იტყოდა: „მატლ ვარ და არა კაც“; და პავლე ყოვლისავე სოფლისა მოძღუარი იყო და იტყოდა: „მე ვარ ნარჩევი მოციქულთაჲ, რომელი არა ღირს ვარ წოდებად მოციქულად“.
აწ უკუე რაჲ-მე ვყოთ ჩუენ, რომელნი არცა ძუელთა სახეთა სათნოებისათა ვჰბაძავთ, არცა ახალთა ვეშურებით? აღმოიკითხენ, კაცო, წერილი და მიიღენ სახენი სიმდაბლისანი ყოველთაგან წმიდათა. უკუეთუ არა უწყით წერილი, არცა გასმიეს წიგნთაგან სათნოებანი პირველ-თა მათ წმიდათანი, ესე მებრ ბრალობაჲვე არს შენი, რომელ ეკლესიაჲ დღითი-დღე განღებულ არს, და შენ არა შეხუალ სმენად კეთილთა მათ თხრობათა. თჳნიერ დაღაცათუ პირველთა წმიდათა საქმენი არა გასმიენ, ცხოელნი ესე და აწვე სოფელსა შინა მყოფნი იხილენ. უკუეთუ არა გაქუს წინამძღუარი, მოედ, შემომიდეგ მე, და მიგიყვანო სავანესა მა...
...ღამაღლებს იგი კაცსა სიმაღლითა მით საღმრთოჲთა, ხოლო ამპარტავანებაჲ ესოდენ დაამდაბლებს, ვიდრეღა ქუესკნელთა ჯოჯოხე-თისათა შთაჰჴდის. ამან დაამდაბლა ფარაო და ცხენებითურთ და მჴედრებით ზღუასა დაანთქა, რამეთუ ამპარტავანებით წინააღუდგებოდა ბრძანებათა ღმრთისათა; ხოლო აბრაჰამ, რამეთუ უწესდა თავსა თჳსსა „მიწა და ნაცარ“, ამისთჳს ამაღლდა და მრავალთა ერთა მძლე ექმნა და ოთხნი მეფენი ერითურთ მათით იოტნა; და მიერითგან აქამომდე იქადაგების და იდიდების ყოველთა მიერ. ხოლო ზუავი იგი ფარაო იქმნა ჭეშმარიტად მიწა და ნაცარ, რამეთუ არარაჲ ესრეთ სძაგს უფალსა, ვითარ ამპარტავანებაჲ და სიმაღლე გულისაჲ.
რამეთუ ვინაჲთგან პირველიცა იგი კაცი ამის ვნებისაგან სცთა და სწორებაჲ ღმრთისაჲ ეუცნა და მის გამო წარწყმიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, ამისთჳს ღმერთმან ყოვლით კერძო განაგო აღმოფხურაჲ ჩუენგან ამის ვნებისაჲ. ამისთჳს მოკუდავ ვიქმნენით, და მწუხარებით და სულ-თქუმით განეწესა შობაჲ ჩუენი, და ყოველივე ცხორებაჲ ჩუენი შრომითა და ოფლი-თა და უბადრუკებითა არს, რაჲთა ვხედვიდეთ უძლურებასა მას ბუნებისა ჩუენისასა და დავმდაბლდებოდით. რამეთუ მარადის ესრეთ არს ბუნებაჲ ამპარტავანებისაჲ: არა თუ არარას ვის მოატყუებს სარგებელსა, არამედ რომელიცა-რაჲ ვის აქუნდეს კეთილი, მასცა წარსწყმედს. ხოლო სიმ...
...იდებისაგან ღმრთისა.
ხოლო ესეცა დიდი სიბრძნე არს, უკუეთუ კაცმან ცნას საზომი თჳსი; რამეთუ მან იცის ჭეშმარიტად საზომი თჳსი, რომელსა შეერაცხას არარად თავი თჳსი, ვითარცა აბრაჰამ და დავით და სხუათა ყოველთა წმიდათა, ოდეს მიიწინეს სიმაღლედ სათნოებისა, მაშინ უფროჲსად დააკნინეს თავნი მათნი. და აბრაჰამ „მიწა და ნაცარ“ უწოდა თავსა თჳსსა, ხოლო დავით - „მატლ და არა კაც“; და ესაია იხილა რაჲ უფალი, ღა-ღატ-ყო: „ჵ უბადრუკსაო!“ და ყოველნი წმიდანი ესრეთ აბრალებენ თავ-თა თჳსთა, ხოლო ზუავთა და ანპარტავანთა ყოლადვე არა იციან საზომი თჳსი. და რომელმან თავი თჳსი არა იცოდის, მან სხუაჲ რაჲმცა იცოდა? ესევითარი იყო იგი, რომელმან თქუა: „დავდგა საყდარი ჩემი მაღალთა ზედა“, ვინაჲთგან თავი თჳსი არა იცოდა, თუ ვინ არს. ამისთჳს სრულიად უგუნურ იქმნა. არამედ არა ესრეთ იყო პავლე. ამისთჳს ნარჩევად ყოველთა უწესს თავსა თჳსსა და არაღირსად მოციქულებასა ესოდენთა მათ კეთილთა მისთა ზედა. მას უკუე ვჰბაძვიდეთ, მორწმუნენო. ხოლო ესე წარვჰმართოთ, უკუეთუ განვეშორნეთ საქმეთა და ზრუნვათა სოფლისათა; რამეთუ არარაჲ ესრეთ დაგუაბრკოლებს ცნობად თა...