მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 18:21

20. და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად.21. გარდავიდე უკუე, ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა მომავლისა იქცევიან, და, უკუეთუ არა, რათა ვცნა.22. და მოაქციეს კაცთა მიერ და მოვიდეს სოდომად. და აბრაჰამ მერმე იყო-ღა მდგომარე წინაშე უფლისა ღმრთისა.
დაბადებისა თავი 18
21. გარდავიდე უკუე, ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა მომავლისა იქცევიან, და, უკუეთუ არა, რათა ვცნა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...და არა განკაცებული, მრავალგზის მსმენელთათჳს სიმდაბლისა სახეთა იტყოდა, რაჲთამცა მათ ერგო; რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ადამ, ადამ, სადა ხარ?“ რომელმან-იგი ყოველივე იცოდა; რამეთუ კუალად იტყჳს, ვითარმედ: „რაჲთა ვცნა, უკუეთუ ჴმისა მათისაებრ ჩემდა მომავალისა იყოფებიან“; და კუალად ეტყჳს აბრაჰამს: „აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაგან“; და კუალად იტყჳს: „უკუეთუმცა ისმინესო“; და კუალად იტყჳს: „ვინ მისცეს გულსა ამის ერისასა ესრეთ ყოფად?“ და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“. და ესრეთ მრავალი იპოვების ძუელთაცა შინა შეუმსგავსებელი სიტყუაჲ პატივსა და დიდებასა ღმრთისასა. და კუალად აქაბისთჳს თქუმულ არს: „ვინ-მე შემიცთუნოს მე აქაბ?“ და რომელ მარადის საწარმართოთა ღმერთთა თანა ჰყოფდა თავისა თჳსისა უზეშთაესობასა, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“, და მრავალი ესევითარი, რომელ...

სრულად ნახვა