ხედავ უფლის სახიერებას! ის მართალს არამხოლოდ უკვე აღსრულებული სათნოებისთვის აჯილდოებს, არამედ მომავალში მოსალოდნელისთვისაც. „უწყოდეს, — ამბობს, — ვითარმედ ამცნოს ძეთა მისთა". მე, ამბობს, წინასწარ ვიცი ამ მართლის განზრახვები და საზღაურითაც წინ ვუსწრებ. ასე უფალი ჩვენს ყველაზე ფარულ ზრახვებსაც იცნობს და, როცა ხედავს, რომ სათანადოდ გვსურს და ჯანსაღ აზროვნებას ვამჟღავნებთ, ხელს გვიწვდის, ჩვენი შრომის წინაც კი გვაჯილდოვებს, ამით უფრო მეტ მოშურნეობას გვიღვიძებს. და ეს ყველა მართლის ცხოვრებაში შეიძლება დავინახოთ. ადამიანური ბუნების სისუსტეს რომ იცნობს, იმისთვის, რომ მძიმე შრომაში სულით არ დავეცეთ, ხშირად შრომის შუაგულში გვაძლევს შეწევნასაც და ჯილდოსაც — შრომას გვიმსუბუქებს და მოშურნეობას გვიძლიერებს. „უწყოდეს, — ამბობს, — ვითარმედ ამცნოს ძეთა მისთა და სახლსა მისსა მის თანა და იცნან გზანი უფლისანი". არამხოლოდ მის შესახებ წინასწარმეტყველებს, რომ „ამცნოს", არამედ მისი შვილების შესახებაც — ისაკისა და იაკობის — რომ „იცნან გზანი უფლისანი". „გზანი უფლისანი", ანუ ბრძანებები, მცნებები. „ქმნად, — ამბობს, — სიმართლისა და...
დაბადებისა 18:20
...დაბ 19:13). შემდეგ მიზეზსაც უჩვენებენ, ყველაფერს ზედმიწევნით განუმარტავენ რა მართალს: „რამეთუ ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა და მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა". ეს იგივეა, რასაც ღმერთი ეუბნებოდა მამამთავარი აბრაამს: „ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ" (). აქაც ნათქვამია: „ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა".
6. სოდომის დაქცევა და ლოტის ცოლის სასჯელი (19:14–26)
ზედმეტად დიდია მათი ურჯულოება; და, რადგან მათი სენი განუკურნებელია და ჭრილობა არანაირ წამალს არ იღებს, ამიტომაც „მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა". სწორედ ამას გამოხატავდა ნეტარი დავითი სიტყვებით: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა" (). ჩვენ მოვედით, ამბობენ, მთელი ამ ქვეყნის მოსასპობად (მცხოვრებთა ცოდვისთვის თავად მიწაც ექვემდებარება სასჯელს); მაშ, გამოდი შენ აქედან. მართალმა, ეს რომ მოისმინა და შეიტყო მიზეზი, რისთვისაც მოვიდნენ ეს, გარეგნულად ჩვეულებრივი ადამიანები, არსებით კი ანგელოზები და ყოველთა ღვთისმსახურნი, „გამოვიდა და თქუა სიძეთა მიმართ თჳსთა, მიმყუანებელთა ასულთა მათთასა" (...
...ეთუ მან თქუა: „ადამ, სადა ხარო“; და კუალად იტყჳს: „ღაღადებაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ განმრავლებულ არს, და ცოდვანი მათნი განმრავლებულ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მა-თისა, რომელ მოიწევის ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან, უკუეთუ არა, რაჲთა ვცნა“; და სახარებასა შინა იტყჳს: „რაჲ ვყო? მივავლინო ძე ჩემი საყუარელი, ვინ იცის, შეიკდიმონ“.
ესე ყოველნი სიტყუანი უმეცრებასა გამოსახვენ, არამედ არარას უმეცარ იყო, გარნა განგებულებითა შუენიერითა იქმოდა. ადამსა ჰრქუა: „სადა ხარ?“ რაჲთა მისცეს მას ადგილი გულისხმის-ყოფად ცთომისა თჳსისა და აღსაარებად.
ხოლო სოდომელთათჳს ესრეთ განაწესა სიტყუაჲ იგი, რაჲთა გუასწაოს ჩუენ არა მიცემად განჩინებისა, ვიდრე არა კეთილად ზედამივიწინეთ საქმესა მას საძიებელსა. ხოლო იგავსა მას შინა სახარებისასა - რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ თანაედვა შეკდიმებაჲ ძისაგან და არა შეიკდიმეს.
ხოლო აქა თქუა: „ვინ არს მონაჲ იგი?“ რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ მცირედნი იპოვებიან ესევითარნი. ამისთჳსცა ჰნატრის მას. და ვითარმცა ჰნატრიდა, რომელი არა უწყოდა? ჰე, ჭეშმარიტად უწყოდა. არამედ რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ძლით იპოვების ესევითარი, ამი...