მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 17:4

3. და დავარდა აბრაამ პირსა ზედა თჳსსა და ჰრქუა მას ღმერთმან მეტყუელმან:4. და აჰა, აღთქუმაჲ ჩემი შენ თანა და იყო შენ მამაჲ მრავალთა თესლთა.5. და არა გეწოდოს მერმეცა სახელი შენი აბრამ, არამედ იყოს სახელი შენი აბრაჰამ, რამეთუ მამად მრავალთა თესლთა დაგდევ შენ.
დაბადებისა თავი 17
4. და აჰა, აღთქუმაჲ ჩემი შენ თანა და იყო შენ მამაჲ მრავალთა თესლთა.
საუბარი 39. „ოდეს იყო აბრაამ ოთხმეოცდაცხრამეტი წლისა" (დაბ 17:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის აღთქმა და აბრაამის სახელის შეცვლა (17:1-6):

ცხრა წლის შემდეგ მიიღო აბრაამმა ისმაელი მხევლისგან და ფიქრობდა, რომ მასზე აღსრულდებოდა აღთქმები. „იყო, — ამბობს წერილი პატრიარქზე, — ოთხმეოცჳდაექუსთა წელთა, რაჟამს უშვა აგარ ისმაელი აბრაამს" (). ამის შემდეგ ღმერთი კიდევ ცამეტ წელს გამოცდის მართლის მოთმინებასა და მხოლოდ მაშინ ასრულებს თავის აღთქმას. მან კარგად იცოდა, რომ როგორც ოქრო, ხანგრძლივად სახმილში გამოწრთობილი, მართლის სათნოებაც გამოცდაში უფრო წმინდა და ბრწყინვალე გამოჩნდებოდა. როცა, ნათქვამია, აბრაამი ოთხმეოცდაცხრამეტი წლის შეიქნა, ღმერთი კვლავ გამოეცხადა მას (). რისთვის აყოვნებდა ამდენ ხანს? იმისთვის, რომ შეგვეტყო არა მხოლოდ მართლის მოთმინება და დიდი სათნოება, არამედ ღვთის უსაზღვრო ყოვლისშემძლეობაც. როცა ბუნება უკვე დაუძლურდა და შვილის გაჩენის უუნარო გახდა, რადგან სხეული უკვე დაჭკნა და სიბერისგან გამოშრა, — მხოლოდ მაშინ, მართლის მთელი სათნოების სრულად გახსნითა და თავისი ძალის გამოვლენით, ღმერთი ასრულებს თავის აღთქმებს. აუცილებელია, რომ თავად სიტყვებიც მოვისმინოთ, რომლებიც ღმერთმა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის