მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 17:19

18. და თქუა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ: ისმაილ ესე ცხოვნდინ წინაშე შენსა.19. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ჰე, აჰა, ცოლმან შენმან გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი ისაკ. და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი მისსა მიმართ აღთქუმად საუკუნოდ ყოფად მე მისდა ღმერთად და თესლისა მისისა მის თანა.20. ხოლო ისმაილისთჳს, აჰა, ვისმინე შენი, აჰა, ვაკურთხე იგი და განვამრავლო იგი ფრიად, ათორმეტნი ნათესავნი შვნეს და ვყო იგი ნათესავად დიდად.
დაბადებისა თავი 17
19. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ჰე, აჰა, ცოლმან შენმან გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი ისაკ. და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი მისსა მიმართ აღთქუმად საუკუნოდ ყოფად მე მისდა ღმერთად და თესლისა მისისა მის თანა.
საუბარი 40. „და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს" (დაბ 17:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაამის რწმენა და ისაკის აღთქმის აღსრულება (17:19-21):

აღთქმის მთელ სიდიადეს წვდებოდა და აღმთქმელის ყოვლისშემძლეობას გულისხმაყოფდა; აბრაამმა „დავარდა პირსა ზედა თჳსსა და განიცინნა", ანუ გაიხარა; მაგრამ გონების მოსაზრებით ფიქრობდა იმასაც, თუ როგორ შეიძლებოდა ეს ცვლილება ადამიანური ბუნების წესით, ანუ ას წლის ადამიანს ძე შეეძინა და ბერწ ქალს, რომელსაც ოთხმოცდაათ წლამდეც კი ვერ შვა, მოულოდნელად შობის უნარი აღედგინა. მაგრამ, თავის გონებაში ამას ფიქრობდა რა, სიტყვით ამგვარი არაფერი გაუბედავს ეთქვა, მხოლოდ თავის მადლიერებას გამოხატავდა და ისმაელისთვის ლოცულობდა, თითქოს ეუბნებოდა: უფალო, შენ საკმარისად ნუგეში მეცი და უშვილობის მწუხარება ისმაელის ბოძებით სიხარულად გადამიქციე. მის შემდეგ, რაც ის დაიბადა, აზრადაც არ მომსვლია და არასოდეს მიფიქრია, რომ სარასგან კიდევ ერთი შვილი მეყოლებოდა; თავადაც ამას არ ელოდა, რის გამოც აგარი გადამცა, საკუთარ თავზე ყოველგვარ იმედს გადაწურული. ორივემ საკმარისი ნუგეში მივიღეთ ისმაელის დაბადებისას. შენი ნაბოძები ძე ცოცხლად იყოს შენს წინაშე; ჩვენც საკმარისი სიხარული გვექნება და მისი სიცოცხლე ჩვენს სიბერეს ანუგეშებს. რა უპასუხა კაცთმოყვარე უფალმა? რადგან ასეთი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის