დღეს გთავაზობთ გუშინდელი ტაბლის ნარჩენებს და დავასრულებთ სიტყვას, სახელდობრ, კურთხევისა და აღთქმისა შესახებ, რომელიც ყოვლისა ღმერთმა პატრიარქს უბოძა. მაგრამ ტაბლის ნარჩენებს რომ გესმით, ნურაფერ ხორციელს იფიქრებთ: სულიერი ტაბლის ნარჩენები საჭმლის ნარჩენებს არ ჰგავს. ხორციელი ნარჩენები, სიახლეს რომ კარგავს, მჭამელთათვის ყოველგვარ სიამოვნებას კარგავს, ხოლო თუ კიდევ ერთი ან ორი დღით დატოვებ, სრულიად უვარგისი ხდება. სულიერი ნარჩენები კი, თუნდაც არა ერთი ან ორი დღით, არამედ ყველაზე ხანგრძლივი დროით შენახული, ყოველთვის ერთნაირ სარგებელს მოაქვს და სიამოვნებას არ კარგავს, რადგან ღვთიური და სულიერია და დროისგან არანაირ ზიანს არ განიცდის, პირიქით, ყოველდღიურად ახალ სიტკბოებას ანიჭებს და მათ მსურველთათვის დიდ და სრულ სიხარულს იძლევა. თუ ამგვარია ამ ნარჩენების თვისება, თქვენც, რასაკვირველია, მოისურვებთ მათ გემოს გასინჯვას, ჩვენც, მათი სარგებლიანობის დარწმუნებულნი, საყვარელნო, შემოგთავაზებთ. მაგრამ, რათა დღევანდელი საუბარი უფრო ნათელი იყოს, უნდა გავიხსენოთ გუშინდელი ნათქვამი სიტყვის დასასრული და მის კვალდაკვალ შემდგომ მოძღვრებას მივუდგეთ. ჩვენ...
დაბადებისა 17:15
14. და წულმან რომელმან არა წინა-დაიცვითოს ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა მისისა, მოისპოს სული იგი ნათესავისაგან მისისა, რამეთუ აღთქუმაჲ ჩემი განაქარვა.15. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: სარას ცოლსა შენსა არა ეწოდოს სარაჲ, არამედ სარრაჲ იყოს სახელი მისი.16. ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ.
დაბადებისა თავი 17