მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 17:14

13. და იყოს აღთქუმაჲ ჩემი ჴორცსა ზედა თქუენსა აღთქუმაჲ საუკუნოჲ.14. და წულმან რომელმან არა წინა-დაიცვითოს ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა მისისა, მოისპოს სული იგი ნათესავისაგან მისისა, რამეთუ აღთქუმაჲ ჩემი განაქარვა.15. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: სარას ცოლსა შენსა არა ეწოდოს სარაჲ, არამედ სარრაჲ იყოს სახელი მისი.
დაბადებისა თავი 17
14. და წულმან რომელმან არა წინა-დაიცვითოს ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა მისისა, მოისპოს სული იგი ნათესავისაგან მისისა, რამეთუ აღთქუმაჲ ჩემი განაქარვა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 39. „ოდეს იყო აბრაამ ოთხმეოცდაცხრამეტი წლისა" (დაბ 17:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. წინადაცვეთა — აღთქმის ნიშანი (17:10-14):

...მან რვისა დღისამან წინა-დაიცვითოს თქუენმან ყოველმან წულმან... მონამნ და ვერცხლით ფრდილმან"** (), ესე იგი, ყველამ, ვინც თქვენთან ცხოვრობს, მიიღოს ეს ნიშანი. ხოლო ვინც დანიშნულ დღეს არ წინადაიცვითოს, „მოისპოს" იმისთვის, რომ ჩემი აღთქმა დაარღვია, მცნება გადასტეხა ().

შენიშნე უფლის სიბრძნე — როგორ წინასწარხედავს მომავალში მათი გულების გახრწნას და თითქოს აღვირს ადებს, ასეთ ნიშანს — წინადაცვეთას — აძლევს, რომ მათი დაუმორჩილებელი ვნებები შეეკავებინა და წარმართთა ხალხებთან აღრევა არ დაეშვა. იცოდა მათი ავხორცობა და ის, რომ ისინი პირუტყვულ მისწრაფებებს ვერ შეიკავებდნენ, რა შეგონებაც არ უნდა მიეცა; ამიტომ წინადაცვეთის ნიშნით მუდმივ შეხსენებას აძლევდა რა, ასე ვთქვათ, ბორკილებს ადებდა, ზომასა და საზღვარს უწესებდა, რომლის გადაცილებაც არ უნდოდათ, თავიანთი მოდგმის წრეში ყოველთვის დარჩენილიყვნენ, სხვა ხალხებთან აღრევა არ დაეშვათ და ამგვარად თავიანთი პატრიარქის წმინდა თესლი შეენარჩუნებინათ, რომ ღვთის აღთქმებიც მათზე აღსრულებულიყო. და როგორც პატიოსანი და თავდაჭერილი ადამიანი, რომელსაც თავდაუჭერელი მხევალი ჰყავს, მას ასე აღვირს ადებს: შემზღუდველ წესს აწესებს — არასდროს გავიდეს თავისი ეზოს კარიბჭის მიღმა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ შჯით თუალ-ღებით“ (7,24).:

...ლო თქუენ, რომელნი-ეგე არა შჯულისმდებელ ხართ, უფროჲს ზომისა უშჯით შჯულსა მცნებისა მიერ არაშჯულიერისა. ხოლო რომელ თქუა, თუ: ყოვლითურთ კაცი, გამოა-ჩინებს, ვითარმედ წინადაცუეთაჲ მცირედი რაჲმე სიმრთელჱ არს. რაჲ არს უკუე სიმრთელე იგი წინადაცუეთისაჲ? „სული კაცისაჲო, რომელმან არა მიიღოს წინადაცუეთაჲ, აღიჴოცოს“. ხოლო მე არა ერთითა ასოჲ-თა შებოროტებული, არამედ ყოვლით კერძო განხრწნილი აღვადგინე. ამისთჳს უკუე „ნუ შჯით თუალ-ღებით“.

სწავლაჲ მთ სიმართლისათჳს

ხოლო ესე არა მაშინდელთა მათ მიმართ ოდენ თქუმულ არს, არამედ ჩუენდა მომართცა, რაჲთა არცა ერთითა საქმითა გარდავაქცევდეთ სიმართლესა, არამედ ყოვლით კერძო სიმართლისათჳს ვისწრაფდეთ. და გინა თუ გლახაკი ვინ იყოს, გინა თუ მდიდარი, არა პირთა ვხედვიდეთ, არამედ საქმეთა, რამეთუ „არა შეიწყალო გლახაკი საშჯელსა შინა“. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ მისდრკები უსამართლოებისა კერძსა, დაღაცათუ გლახაკი იყოს უსამართლო. აწ უკუეთუ გლახაკისა წყალობისათჳს სიმართლისა გარდაქცევაჲ არა ჯერარს, არა უფროჲსად მდიდრისათჳს არა ჯერ-არსა? ხოლო ამას ვიტყჳ არა მსაჯულთა მიმართ ოდენ, არამედ ყოველთა კაცთა, რაჲთა არაოდეს გარდავაქციოთ სამართალი, არამედ ყოლადვ...

სრულად ნახვა