მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 16:3

2. და თქუა სარრა აბრაამის მიმართ ქუეყანასა ქანანისასა: აჰა ეგერა, დამჴშა მე უფალმან არა შობად. შევედ უკვე მჴევლისა მიმართ ჩემისა, რათა შვილიერ ვიქმნნეთ მისგან. და ისმინა აბრაამ ჴმისა სარასა.3. და მოიყუანა სარა, ცოლმან აბრაამისმან, მჴევალი მისი, მეგჳპტელი აგარ, შედგომად ათისა წლისა დამკჳდრებისა აბრამისა ქუეყანასა ქანანისსა, და მისცა იგი აბრაამს, ქმარსა თჳსსა, ცოლად მისსა.4. და შევიდა აგარის მიმართ და მიუდგა. და იხილა, რამეთუ მუცელქმულ არს. და უპატიო იქმნა დედოფალი მისი მის წინაშე.
დაბადებისა თავი 16
3. და მოიყუანა სარა, ცოლმან აბრაამისმან, მჴევალი მისი, მეგჳპტელი აგარ, შედგომად ათისა წლისა დამკჳდრებისა აბრამისა ქუეყანასა ქანანისსა, და მისცა იგი აბრაამს, ქმარსა თჳსსა, ცოლად მისსა.
საუბარი 38. „ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას" (დაბ 16:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაამის თავშეკავება და სარას თავგანწირვა (16:3):

ხედავ, როგორ იყვნენ ისინი ყოველგვარი ვნებისგან თავისუფალნი. ერთადერთი მიზანი ჰქონდათ — უშვილოდ არ მომკვდარიყვნენ. მაგრამ, ამასთანავე, ეცადნენ ერთმანეთის ნუგეშისცემასა და მშვიდობის მოუშლელი კავშირის შენარჩუნებას. იფიქრე ახლა მამამთავრის დიდ თავშეკავებასა და არაჩვეულებრივ სიმშვიდეზე. არ შეიძულა თავისი ცოლი მისი ბერწობის გამო, როგორც ზოგი უგუნური იქცევა, და არც სიყვარული შეუმცირა. თქვენ იცით, როგორ მრავალთათვის სწორედ ბერწობა ხდება ცოლებისადმი ზიზღის მიზეზი, ხოლო, პირიქით, მრავალშვილიანობა — უფრო დიდი სიყვარულის საფუძველი. მაგრამ ძალიან უგუნურია და უგუნურია, როცა ადამიანები ბერწობასაც და მრავალშვილიანობასაც ცოლებს აბრალებენ და არ იციან, რომ ყველაფერი ჩვენი ბუნების შემოქმედზეა დამოკიდებული და რომ არც თანაცხოვრება თავისთავად, არც სხვა რამ ვერ მოიტანს შვილთა შობას, თუ ზეციური ხელის შეწევნა არ იქნება და ბუნებას შობისკენ არ აღძრავს. ამას კარგად იცოდა მართალი აბრაამი და ბერწობას ცოლს არ აბრალებდა, არამედ ყოველთვის სათანადო პატივს მიაგებდა. ამიტომაც სარა, თავის მხრივ, ქმარს პატივს მიაგებდა და სურდა ეჩვენებინა, რა დიდი სიყვარული ჰქონდა მისადმი;...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის