მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 16:10

9. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: მიიქეც დედოფლისა შენისა მიმართ და დამდაბლდი ქუეშე ჴელსა მისსა.10. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: განმრავლებით განვამრავლო თესლი შენი და არა აღირაცხოდის სიმრავლისაგან.11. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აჰა შენ მუცელქმულ ხარ და ჰშვე ძე, და უწოდი სახელი მისი ისმაილ, რამეთუ შეისმინა უფალმან სიმდაბლისა შენისაჲ.
დაბადებისა თავი 16
10. და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: განმრავლებით განვამრავლო თესლი შენი და არა აღირაცხოდის სიმრავლისაგან.
საუბარი 38. „ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას" (დაბ 16:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სიმდაბლისა და განსაცდელის ნაყოფი (16:10–15):

შემდეგ, რათა არ ეფიქრა, რომ უბრალოდ და უმიზეზოდ ეღირსა ასეთი მზრუნველობა, არამედ შეეცნო, რა მზრუნველობით სარგებლობდა მართლის თესლის გულისთვის, შეხედე, როგორ ანუგეშებს ანგელოზი, აღადგენს მის სულიერ ძალებს და საკმარის იმედს აძლევს სიხარულისას ამ დამატებული სიტყვებით. „და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: განმრავლებით განვამრავლო თესლი შენი და არა აღირაცხოდის სიმრავლისაგან" (). წინასწარ გიცხადებ, ამბობს, იმასაც, რომ შენი თესლი დიდი იქნება, ისე, რომ აღრიცხვაც შეუძლებელი იქნება. მაშ, ნუ სწუხხარ, ნუ უძლურდები სულით, ნუ იშფოთებ აზრებში, არამედ სრული მორჩილება გამოიჩინე. „აჰა შენ მუცელქმულ ხარ და ჰშვე ძე, და უწოდი სახელი მისი ისმაილ". იმისთვის, ამბობს, შობასაც წინასწარ გიცხადებ და სახელსაც ვუნიშნავ ძეს, რომელიც შენგან იშვება, რომ უფრო მეტი დარწმუნება მიიღო და უკან დაბრუნდე და თავის შეცდომებს გაასწორო. „რამეთუ შეისმინა უფალმან სიმდაბლისა შენისაჲ" ().

ვისწავლოთ აქედან, რა ნაყოფი მოაქვს განსაცდელებს და რა სარგებელი — უბედურებებს. ასე, როცა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის