მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 13:9

8. და თქუა აბრაამ ლოთს: ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ.9. არა, აჰა, ყოველი ქუეყანა წინაშე შენსა არს-ა? განმეყავ ჩემგან, უკუეთუ შენ მარცხენით, მე მარჯუენით, ხოლო უკუეთუ შენ მარჯუენით, მე მარცხენით.10. და აღმხუმელმან თუალთა თჳსთამან ლოთ იხილა ყოველი გარემო სოფლები იორდანისაჲ, რამეთუ ყოველი იყო სარწყავ, პირველ დაქცევადმდე ღმრთისა მიერ სოდომისა და გომორისა, ვითარცა სამოთხე ღმრთისაჲ და ვითარცა ქუეყანა ეგჳპტისა, ვიდრე მოსლვადმდე ზოღორად.
დაბადებისა თავი 13
9. არა, აჰა, ყოველი ქუეყანა წინაშე შენსა არს-ა? განმეყავ ჩემგან, უკუეთუ შენ მარცხენით, მე მარჯუენით, ხოლო უკუეთუ შენ მარჯუენით, მე მარცხენით.
საუბარი 33. „აბრაამ იყო მდიდარ ფრიად" (დაბ 13:2–4)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მსახურთა ცოდვებში პატრონის პასუხისმგებლობა (13:9):

შეხედე — ის ლაპარაკობს მასთან, როგორც თანასწორთან, მაშინ როცა, ჩემი აზრით, მთელი ჩხუბი იქიდან წამოიწყო, რომ პატრიარქის მწყემსები იმათ, ლოთის მწყემსებს, იმავე თავისუფლებით სარგებლობის ნებას არ აძლევდნენ. მაგრამ მართალი ყველაფერს სიმშვიდით აკეთებს: სურს აჩვენოს თავისი სიბრძნისმოყვარეობის სიმაღლე და ასწავლოს არამხოლოდ თავის თანამედროვეებს, არამედ ყველა მომავალ თაობას — არასდროს დაუშვან, რომ მათი მსახურნი მახლობელთ ეჩხუბონ, რადგან მათი ჩხუბი დიდ უპატივცემულობას მოგვაყენებს ჩვენ და მათ შორის მომხდარი არა მათ, არამედ ჩვენ დაგვბრალდება. მაშ, შეფერის თუ არა, რომ ისინი, ვინც ძმები არიან ერთმანეთისთვის, არა მხოლოდ ერთი ბუნება, არამედ ნათესაობაც აქვთ საერთო და უცხო ქვეყანაში მწირებად ცხოვრება ერგოთ, — რომ ეს ადამიანები ასეთ შუღლში ჩავარდნენ, მაშინ, როცა ისინი თავიანთი მსახურთა სიმშვიდისა და თავმდაბლობის, და ყოველგვარი სიბრძნისმოყვარეობის მასწავლებლები უნდა ყოფილიყვნენ? ეს ისმინონ იმათ, ვინც საკუთარ თავს საყვედურისგან თავისუფლად მიიჩნევს, როცა თავიანთ მსახურთ, მათთან სიახლოვის გამო, ტაცებისა და ანგარების ნებას აძლევს, რომ მეზობლებს ქალაქებშიც და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის