ხედავ, როგორია ღვთის განგება? წავიდა შიმშილისგან შვებისმაძიებელი — და დაბრუნდა არამხოლოდ შიმშილისგან გადარჩენილი, არამედ დიდი სიმდიდრისა და გამოუთქმელი დიდების მოხვეჭით, ყველას აჩვენა, ვინ არის იგი. ახლა უკვე ქანანის მცხოვრებლებმაც უკეთ შეიცნეს მართლის სათნოება, როცა დაინახეს, რა უეცარი ცვლილება მოხდა და როგორი სიმდიდრე ჰქონდა ამ უცხოტომელს, რომელიც ეგვიპტეში ლტოლვილად და მწირად წავიდა. ამასთან შენიშნე, რომ ის დიდი ბედნიერებისა და სიმდიდრის სიუხვისგან არც ამპარტავანი გახდა და არც უზრუნველი, არამედ კვლავ იმავე ადგილს ეშურება, სადაც იყო ადრე, ეგვიპტეში წასვლამდე. „ვიდოდა, — ნათქვამია, — უდაბნოდ, ვიდრე ადგილადმდე, რომელსა იყო კარავი მისი პირველ, ადგილსა საკურთხეველისასა, რომელი ქმნა მუნ პირველ და უწოდა... სახელსა უფლისასა ღმრთისასა". განსაჯე, როგორ უყვარდა მას სიმშვიდე და სიწყნარე, და მუდმივად ღვთის მსახურებას ეწეოდა. ის მივიდა, ნათქვამია, იმ ადგილამდე, სადაც ადრე საკურთხეველი აღმართა და ღვთის სახელს ხადოდა, და ამით დიდი ხნის წინ, წინასწარ აღასრულა ის, რაც დავითმა თქვა: „ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა...
დაბადებისა 13:6
5. და ლოთის თანა-მავლისანი აბრაამის თანა იყვნეს ცხოვარნი და ზროხანი და კარვები.6. და არა იტევდა მათ ქუეყანა იგი დამკჳდრებად ზოგად, რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად. და ვერ შემძლებელ იყვნეს დამკჳდრებად ზოგად.7. და იქმნა ბრძოლაჲ შორის მწყემსთა საცხოვართა აბრაამისთა და შორის მწყემსთა ლოთისთასა. ხოლო ქანანელნი და ფერეზელნი მკჳდრ იყუნეს მაშინ ქუეყანასა მას.
დაბადებისა თავი 13