მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 13:3

2. და აბრაამ იყო მდიდარ ფრიად საცხოვრითა და ვეცხლითა და ოქროჲთა.3. და ვიდოდა, ვინაჲ მოვიდა უდაბნოდ, ვიდრე ბეთელამდე, ვიდრე ადგიდმდე, რომელსა იყო კარავი მისი პირველ საშუალ ბეთელსა და საშუალ ანგესა.4. ადგილსა საკურთხეველისასა, რომელი ქმნა მუნ პირველ და უწოდა. მუნ აბრაამ სახელსა უფლისასა ღმრთისასა.
დაბადებისა თავი 13
3. და ვიდოდა, ვინაჲ მოვიდა უდაბნოდ, ვიდრე ბეთელამდე, ვიდრე ადგიდმდე, რომელსა იყო კარავი მისი პირველ საშუალ ბეთელსა და საშუალ ანგესა.
საუბარი 33. „აბრაამ იყო მდიდარ ფრიად" (დაბ 13:2–4)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სულიერი ვალის დაბრუნება და აბრაამის გამდიდრება (13:1-4):

როცა ვხედავ თქვენს დღევანდელ გულმოდგინე შეკრებას აქ და მოსმენისადმი მზადყოფნას, საყვარელნო, მინდა ვალს დაგიბრუნოთ. ვიცი, რომ თქვენ, შესაძლოა, უკვე დაგავიწყდათ ეს ვალი, რადგან ბევრი დღე გავიდა წინა და ამჟამინდელ საუბარს შორის და ჩვენი საუბარი სხვა საგნებისკენ იყო მიმართული. წმინდა დღესასწაულის მოსვლამ ჩვენი სწავლების წესრიგი შეწყვიტა. შეუფერებელი იქნებოდა, იმ დროს, როცა უფლის ჯვარს ვდღესასწაულობდით, სხვა საგნებზე გვესწავლებინა; საჭირო იყო ყოველ დღეს შესაფერისი ტრაპეზი მოგერთმიათ. ამიტომ, როცა გამცემის დღე მოვიდა, სწავლების წესრიგი შევწყვიტეთ, დროს შევუსაბამეთ და სიტყვა მოღალატეზე მივმართეთ, შემდეგ კი ჯვრის შესახებ სწავლება შემოგთავაზეთ. მერე, როცა აღდგომის დღე დადგა, საჭირო იყო, საყვარელნო, თქვენთვის გვესწავლებინა უფლის აღდგომის შესახებ, ხოლო მომდევნო დღეებში აღდგომის მტკიცებულებანი წარგვედგინა, რაც მის შემდეგ მომხდარ სასწაულებში გამოვლინდა; ეს ჩვენ გავაკეთეთ, როცა მოციქულთა საქმეების წიგნს მოვეკიდეთ და იქიდან მუდმივ ნადიმს ვამზადებდით თქვენთვის, ხოლო ახალნათელღებულთ ყოველდღიურ უხვ შეგონებებს ვუძღვნიდით. ახლა კი საჭიროა ვალს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის