მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 13:18

17. აღდეგ, მოვლე ქუეყანა, სიგრძედ მიმართ მისა, და სივრცედ მისსა, რამეთუ შენ მიგცე იგი.18. და აღიკარვა აბრაამ და მოვიდა, დაიკარვა მუხასა თანა მამბრესა, რომელი იყო ქებრონს, და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა.
დაბადებისა თავი 13
18. და აღიკარვა აბრაამ და მოვიდა, დაიკარვა მუხასა თანა მამბრესა, რომელი იყო ქებრონს, და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა.
საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. პატრიარქის სიმტკიცე ღვთის აღთქმისადმი (13:17-18):

მაშ, განსაჯე აღთქმასა და მის აღსრულებას შორის გასულ ხანგრძლივ დროზე და წარმოიდგინე პატრიარქის სულის სიმტკიცე, — როგორ გვერდს უვლიდა ყველა ადამიანურს და ფიქრი აღმთქმელის ძალისკენ მიმართა, არ აღელდა და არ შეირყა. თქვენ იცით, რომ თუ ვინმე ერთხელ-ორჯერ შეპირდება და თავის პირობას არ შეასრულებს, ჩვენ შემდეგ უკვე ნაკლებად ვენდობით მის შეპირებებს. და ადამიანის მიმართ ეს სწორიცაა. მაგრამ რაც შეეხება ღმერთს, რომელიც დიდი სიბრძნით მოაწყობს ჩვენს საქმეებს, — თუ მან ერთხელ მოგვცა აღთქმა, თუნდაც შემდეგ უამრავი დაბრკოლება წარმოიშვას, ჩვენ, მისი ძალის სიდიადეზე მიმხედველთ, დარწმუნებულნი და მტკიცე რწმენის მქონეთ უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ მისი სიტყვა აუცილებლად აღსრულდება. არაფერია ისეთი, რამაც მისი აღთქმის აღსრულება შეაჩეროს. ის ღმერთია, ვისთვისაც ყველაფერი შესაძლებელია, და ამიტომ მიმართავს მოვლენებს, სადაც სურს, რადგან ძალუძს გზა იპოვოს უგზო ადგილებშიც, და მას შემდეგ, რაც ჩვენ უკვე სასოს წარვკვეთეთ, კეთილ იმედებს გვიღვივებს, რომ ამგვარად უფრო ნათლად შევიცნოთ მისი განგებულების სიბრძნის უზომო სიდიადე. „აღდეგ, — ნათქვამია, — მოვლე ქუეყანა, სიგრძედ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის