ხედავ უფლის კაცთმოყვარეობას, როგორ მოაწყობს იგი ყველაფერს ჩვენი ცხონებისთვის? მაშ, როცა იფიქრებ, რომ ღარიბი სიღარიბესთან იბრძვის და შიმშილისგან ილევა შენთვის და შენი სარგებლისთვის, ნუ ჩაუვლი თანალმობის გარეშე, არამედ ერთგული განმგებელი იყავი იმისა, რაც უფლისგან გერწმუნა, რომ ღარიბის საჭიროების დაკმაყოფილებით, თავადაც ზეციდან დიდი კეთილგანწყობის ღირსი გახდე. ადიდე შენი უფალი იმის გამოც, რომ მან შენთვის და შენი ცხონებისთვის დაუშვა ამ ადამიანის სიღარიბეში ცხოვრება, რომ შენ შეძლო იპოვო საშუალება შენი ცოდვების განწმენდისა და უფლისგან გერწმუნებულის კეთილად გამოყენებით იმ ქებას ეღირსო, რომელიც ყოველგვარ სიტყვასა და წარმოდგენას აღემატება, — რადგან გესმის: „კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა" (). ამის გახსენებით, ღარიბებს როგორც ქველმოქმედებად მივიჩნიოთ, როგორც ისეთ ადამიანებად, რომელთაც შეუძლიათ ცხონების საშუალება მოგვცენ; მოწყალება გულუხვად და ცხელი მოშურნეობით გავუწიოთ, მოწყალების გაცემისას არასდროს...
დაბადებისა 13:14
13. ხოლო კაცნი სოდომთანი ბოროტნი და ცოდვილნი ფრიად წინაშე ღმრთისაჲ.14. ხოლო ღმერთმან თქუა აბრაამის მიმართ შემდგომად ლოთის განყოფისა მისგან: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ადგილთაგან, რომელსა ხარ შენ აწ, ჩრდილოჲთ მიმართ და სამხრად და აღმოსავლად და ზღუად.15. რამეთუ ყოველი ქუეყანაჲ, რომელსა შინა ჰხედავ შენ, მიგცე იგი შენ და თესლსა შენსა უკუნისამდე.
დაბადებისა თავი 13