...ით კი არ განსხვავდებოდა მართლისგან. უკვე ის, რომ ორი ბიძისგან სწორედ მართალს შეუერთდა, აჩვენებს, რომ საკმარისი გონება ჰქონდა იმის გასარჩევად, რომელ ბიძას მიენდო თავისი ბედი. მოგზაურობაში წასვლის განზრახვაცაც ახალი მტკიცებულებაა ლოთის კეთილზნეობისა: თუმცა მოგვიანებით ოდნავ შესცოდა, მიწის უკეთესი ნაწილი რომ აიღო (), მაგრამ მართლის კვალს მიჰყვებოდა. აი, რატომ წაიყვანა მართალმა ის თანამგზავრად, და ისიც მზადყოფნით გაცვალა სახლის ცხოვრება მწირობაზე. შემდეგ, რათა ვიცოდეთ, რომ უფალმა ეს პატრიარქს არა ახალგაზრდობაში უბრძანა, არამედ მაშინ, როცა უკვე სიბერეში იყო, როცა ადამიანები უმეტესად მოგზაურობის მიმართ საკმაოდ გულგრილნი არიან, წერილი ამბობს: „ხოლო აბრაამ იყო წლისა სამეოცდაათხუთმეტისა, რაჟამს გამოვიდა ხარანით" (). ხედავ, როგორ არც ასაკმა, არც სხვა რაიმემ, რაც სახლთან შეიძლებოდა მიებოჭა, ხელი ვერ შეუშალა; პირიქით, ღვთისადმი სიყვარულმა ყველაფერზე გაიმარჯვა. ასეა, როცა სული ფხიზელი და ყურადღებიანია, ყველა დაბრკოლებას ძლევს, მთელი არსებით სატრფო საგნისკენ მიისწრაფვის, და რა სიძნელეებიც არ უნდა შეხვდეს, ვერაფერი ვერ შეაჩერებს, არამედ ყველაფერს გვერდს უვლის და მანამ არ ჩერდება, სანამ სანატრელს არ მია...
დაბადებისა 13:11
10. და აღმხუმელმან თუალთა თჳსთამან ლოთ იხილა ყოველი გარემო სოფლები იორდანისაჲ, რამეთუ ყოველი იყო სარწყავ, პირველ დაქცევადმდე ღმრთისა მიერ სოდომისა და გომორისა, ვითარცა სამოთხე ღმრთისაჲ და ვითარცა ქუეყანა ეგჳპტისა, ვიდრე მოსლვადმდე ზოღორად.11. და გამოირჩია ლოთ თავისა თჳსისად ყოველი სოფელი იორდანისაჲ. და წარიტრა ლოთ აღმოსავალით კერძო და განიყუნეს თითოეული ძმისაგან თჳსისა.12. აბრაამ დაემკჳდრა ქუეყანასა ქანანისსა, და ლოთ დაემკჳდრა ქალაქსა გარემო სოფლებთასა და დაიკარვა სოდომთა.
დაბადებისა თავი 13