მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 12:2

1. და ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: გამოვედ ქუეყანისაგან შენისა, და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ.2. და გყო შენ ნათესავად დიდად, და გაკურთხო შენ, და განვადიდო სახელი შენი და იყო კურთხეულ.3. და ვაკურთხნე მაკურთხეველნი შენნი და მწყევარნი შენნი ვწყევნე. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.
დაბადებისა თავი 12
2. და გყო შენ ნათესავად დიდად, და გაკურთხო შენ, და განვადიდო სახელი შენი და იყო კურთხეულ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 32. „და გამოუჩნდა უფალი აბრამს" (დაბ 12:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
8. მოთმინების ნაყოფი — აბრაამის დიდებით დაბრუნება (12:20–13:1):

...ხსენე, ახლა შეხედე, რა ხდება, და იკვირვე მართლის მოთმინებასა და კაცთმოყვარე ღვთის ძალას, რა დიდებით გამოიყვანს ეგვიპტიდან მართალს, რომელიც იქ ასეთი შიშითა და ძრწოლით შევიდა. „ჰრქუა, — ნათქვამია, — ფარაო კაცთა აბრაამისთა თანა განვლინებად მისსა ცოლი-ცა მისი და ყოველნი, რაოდენნი იყუნეს მისნი, და ლოთ მის თანა" (). მართალი მიდის ყოველგვარი პატივითა და დიდი სიმდიდრით და მისი ბედის მოვლენებით მოძღვარი ხდება არამხოლოდ ეგვიპტელთათვის, არამედ გზაზე და პალესტინაში მცხოვრებთათვისაც. მართლაც, ვინც ხედავდა, როგორ ადრე, შიმშილით აიძულებული, შიშითა და ძრწოლით მიდიოდა ეგვიპტეში, ხოლო ახლა ასეთი დიდებით, სიუხვითა და სიმდიდრით ბრუნდებოდა, — ამისგან ღვთის განგების ძალას შეიცნობდა. ვინ ხილავდა ოდესმე, ვის სმენოდა ამის მსგავსი? წავიდა ეგვიპტეში, შიმშილისგან თავის დასაღწევად, ხოლო ბრუნდება იქიდან სიმდიდრითა და გამოუთქმელი დიდებით! ნუ გიკვირს, საყვარელო, ნუ გაოცდე ამას, არამედ იკვირვეც და განცვიფრდიც და ადიდე ჩვენი საერთო უფლის შეძლება. შეხედე კიდევ, როგორ ამ პატრიარქის შთამომავლებიც ზუსტად ისე ჩავიდნენ ეგვიპტეში შიმშილით აიძულებულნი, ხოლო იქიდან, ხანგრძლივი მონობისა და გაჭირვების შემდეგ, დიდი სიმდიდრით დაბრუნდნენ. ასეთია ჩვენი ბრძენი მეუფე: ჯერ უბედურებე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნგ ვითარმედ არა ჯერ-არს შიში შეცვალებისათჳს საქმეთა ამის ცხორებისათა, არამედ ესე ხოლო შეკრძალვაჲ, რაჲთა სათნოებაჲ შეუცვალებელად გუაქუნდეს:

...რთმან ამცნო მას: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანასა, რომელი მე გიჩუენო შენ“. არა შესაწუხებელ იყოა სიტყუაჲ ესე კაცისათჳს ესევითარისა? არამედ დაურთო ნუგეშინის-ცემაჲცა: „გყო შენ ნათესავად დიდადო“. ხოლო გამო-რაჲ-ვიდა მიერ ქუეყანით და მოვიდა, ვინაჲცა უბრძანა ღმერთმან, მრავალნი ჭირნი და მწუხარებანი შეემ-თხჳნეს, სიყმილნი და მიმოსლვანი, არამედ ნუგეშინის-ცემანიცა მარადის მიეცემოდეს ღმრთისა მიერ: ოდესმე წყლულებაჲ იგი ფარაოჲსი და შიში ღმრთისა მიერ მის ზედა მოწევნული, და კუალად გამოსლვაჲ მისი ეგჳპტით პატივითა და სიმდიდრითა დიდითა. და შემდგომითი შემდგომად ყოველივე ცხორებაჲ მისი ამით სახითა აღესრულა, ოდესმე განსაცდელითა და ოდესმე ნუგეშინის-ცემითა.

ეგრეთვე სხუათა მათ მამათმთავართაჲ, ეგრეთვე წმიდათა მოციქულთაჲ, და უფროჲსადღა მათი ცხორებაჲ უმრავლესი ჭირითა აღესრულებოდა და განსაცდელითა, არამედ აქუნდა ღმრთისამიერი ნუგეშინის-ცემაჲ, ვითარცა პავლე იტყჳს: „კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ, რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა, რაჲთა შეუძლოთ ჩუ...

სრულად ნახვა