მაშასადამე, რათა გვესწავლა, რომ ეს წყალი — დიდი და არაჩვეულებრივი — გარკვეულ სასიცოცხლ ძალას შეიცავდა, მოსემ თქვა: „...და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა". ხოლო საღვთო წერილი ამას უმიზეზოდ არ გვამცნობს წინასწარ, არამედ, რადგან გულისხმობს, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ამ წყლებისგან, ყოვლისა შემოქმედის ბრძანებით, ცხოველებიც წარმოიშვნენ, ამიტომ უკვე აქ აცნობებს მსმენელს, რომ წყალი უბრალოდ მდგარი კი არ იყო, არამედ მოძრაობდა, გარბოდა და ყველაფერს ავსებდა. მაშ, როცა ყოველივე ხილულს ჯეროვანი სახე არ ჰქონდა, უზენაესმა ხელოვანმა ღმერთმა ბრძანა — და უსახურობა გაქრა, ხილული ნათელის არაჩვეულებრივი სილამაზე გამოჩნდა, გრძნობადი წყვდიადი განდევნა და ყველაფერი გაანათა. „და თქუა ღმერთმან, — ამბობს (წერილი), — იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი". თქვა — და აღსრულდა; ბრძანა — წყვდიადი გაქრა, ნათელი გამოჩნდა. ხედავ გამოუთქმელ ძალას (ღვთისას)? მაგრამ ადამიანები, ცთომილებას მიცემულნი, სიტყვის მიმდინარეობასას ყურადღებას არ აქცევენ და არ ისმენენ ნეტარი მოსეს სიტყვებს: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ", და შემდეგ: „ხოლო ქუეყანაჲ იყო...
დაბადებისა 1:3
...ც წერილიც ამბობს: «და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა და დაასხა ვენაჴი».
აქ კი შესაფერისია ვიკითხოთ: მხოლოდ ახლა თუ გამოიგონა ეს მცენარე (ვაზი), თუ ის თავიდანვე იყო შექმნილი? უნდა ვიფიქროთ, რომ ის თავიდანვე, მეექვსე დღეს იყო შექმნილი, როცა «იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად» (), რადგან ღმერთმა, ნათქვამია, «განასრულა ღმერთმან... საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა» (), მხოლოდ ამ მცენარის გამოყენება არ იყო ცნობილი. ეს მცენარე და მისი ნაყოფი თუ ადამიანებისთვის თავიდანვე ცნობილი იქნებოდა, რა თქმა უნდა, აბელიც, მსხვერპლის შეწირვისას, ღვინოსაც ასხამდა. მაგრამ, რადგან მაშინ ჯერ არ იცოდნენ ამ ნაყოფის გამოყენებას, ამ მცენარით არ სარგებლობდნენ. ხოლო (ნოემ), მიწათმოქმედების ხელოვნებას რომ მისცა თავი და დიდი გულმოდგინებით ეწეოდა მას, შესაძლოა, ყურძნის ნაყოფიც იგემა, მტევნები გამოწურა და ღვინო დაამზადა, იხმარა იგი. მაგრამ, რადგან არც თავად ეგემა ის ადრე და არც სხვა ხედავდა ვინმეს მგემებელად, არ იცოდა, რა ზომით უნდა ხმარებულიყო და როგორ მიეღო, უცოდინრობით დათვრა. მეორე მხრივ, რადგან ადამიანებს შორის უკვე შემოღებული იყო ხორცის ხმარება, ღვინის ხმარების შემოღებაც სათანადო იყო....
...დაყრდნობით; და მისი გონებაც ამაში ერკვეოდა. რა თქმა უნდა, ღვთის ქმნილებებს შორის არცერთი არ არის არაწმიდა. მართლაც, როგორ შეიძლება რომელიმე ქმნილების არაწმიდად მოხსენიება, როცა მათ შესახებ ერთხელ ზეგარდმო განჩინება ითქვა და საღვთო წერილმა თქვა: „და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ ფრიად" ()? მაგრამ თავად ბუნებამ (ადამიანურმა) თავისთავად ეს განსხვავება გააკეთა. და, რომ ეს სამართლიანია, იფიქრე, როგორ დღესაც ზოგიერთ ადგილას ზოგნი რაღაცებისგან თავს იკავებენ, როგორც არაწმიდა და აკრძალულისგან, სხვები კი, პირიქით, ამ ნივთებს იყენებენ, ამაში ჩვეულებას მისდევენ რა. ასევე მაშინაც, მართლის თანდაყოლილი ცოდნა ასწავლიდა, რომელი ცხოველები იყვნენ საჭმელად ვარგისი და რომელი არაწმიდა, — თუმცა სინამდვილეში არა იყვნენ, არამედ მხოლოდ მიჩნეულნი იყვნენ ასეთებად. რატომ, მითხარი, ვირს არაწმიდად მივიჩნევთ, თუმცა ის მხოლოდ თესლს ჭამს, ხოლო სხვა ოთხფეხიანებს საჭმელად ვარგისად ვრაცხთ, თუმცა ისინი არაწმიდა ნივთებით იკვებებიან? ამრიგად, ამაში ჩვენი მოძღვარი იყო ღვთის მიერ ჩვენს ბუნებაში ჩადებული ცოდნა. მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ღმერთმა, რომელმაც ნოეს ასეთი ბრძანება მისცა, თვითონ აუწყა ამ განსხვავების შესახებ. თუმცა, წმიდა და არაწმიდა ც...
...ვალს ქვეყანასა ზედა, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა სული სიცოცხლისა, და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად. და იქმნა ეგრეთ"**. ყოველივე, ესე იგი, რაც შემოქმედმა ბრძანა, აღსრულდა, ყოველივე ჯეროვან წესრიგს მიეცა. ამიტომაც (მოსემ) მაშინვე დაამატა: „და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ ფრიად" ().
6. ყოველი ქმნილების სიკეთე (1:31)
ვინ შეძლებს ღირსეულად შეაქოს საღვთო წერილის ზედმიწევნითობა? აი, აქაც სიტყვებით: „და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა", ბაგეს უკრავს ყველას, ვინც მომავალში გაბედავდა წინააღმდეგობის თქმას. „და იხილნა, — ამბობს, — ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ ფრიად. და იყო მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეექუსე". როგორც შექმნილ საგანთაგან თითოეულზე (წერილი) ამბობდა: „და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ", ისევე ახლა, როცა ყოველივე შესრულდა და მეექვსე დღის საქმეები დამთავრდა, როცა ისიც შეიქმნა, ვისაც ყოველი ქმნილება უნდა გამოეყენებინა, ამბობს: „და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ ფრიად". შეხედე, როგორ ერთ ამ სიტყვით — „ყოველნი" — მთელი ქმნილება მოიცვა და თითოეულს შექება მიაგო. სიტყვა „ყოველნი" კი არ ეყო, არამედ დაუმატა: „რაოდენნი ქმნნა"; ამაზე...
...გვარი გამართლება წაერთვას მათ, ვინც ბედავს მისი ქმნილებების საყვედურს. ხოლო, რომ სწორედ ამ მიზნით საღვთო წერილი ამას ყოველ ქმნილებაზე აღნიშნავს, ხშირი განმეორებიდანიდან ჩანს. საკმარისი იყო, რა თქმა უნდა, ყველაფრის შექმნის შემდეგ ერთხელ ეთქვა, რომ „იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად" (); მაგრამ წერილი, ჩვენი გონების დიდი სისუსტის მცოდნე, ამას ნაწილ-ნაწილადაც აკეთებს, რათა ჩვენ ჩაგვანერგოს, რომ ყველაფერი უმაღლესი სიბრძნითა და გამოუთქმელი სიყვარულით არის შექმნილი. „და იქმნა, — ამბობს, — მწუხრი და იქმნა განთიად დღე იგი მეოთხე" (). როცა (ღმერთმა) დაასრულა ცის შემკობა, ვარსკვლავებით დაფინა და ორი დიდი მნათობი შექმნა, დღეს დაასრულა და ამბობს: „იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე იგი მეოთხე". შეხედე, როგორ ამბობს ამას ყოველ დღეზე, რომ სწავლების ხშირი განმეორებითით ჩვენს გონებაში საღვთო დოგმატები განამტკიცოს.
6. შეგონება მართალი დოგმატების დაცვისა და შემოქმედის თაყვანისცემისკენ
ეს ყოველივე ჩვენი გულის სივრცეზე ამოვიტვიფროთ და მთელი უზრუნველობა გულიდან განვდევნოთ, გულმოდგინებით შევინარჩუნოთ მართალი დოგმატები და ელინურ ცთომილებას დამონებულთ ყოველგვარი სიმშვიდით ვა...
...იესუჲსსა, ვიდრემდის მანვე პირველ აღმომაბრწყინვებელმან მსოფლიოჲსა ამის ნათლისამან განგანათლნა თქუენ.
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად (4,6).
თარგმანი: სადა თქუა? — არამედ დასაბამსა სოფლის დაბადებისასა, რაჟამს ბნელ იყო უფსკრულთა ზედა, და თქუა ღმერთმან: "იყავნ ნათელი" (), და იყო ნათელი.
მოციქულისაჲ: რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა (4,6).
თარგმანი: მაშინ თქუა, და იქმნა ნათელი. ხოლო აწ არღარა სიტყჳთ, არამედ თჳთ თავით თჳსით აღმოგჳბრწყინდა; არა ნათლად ხილულთა ოდენ გარეშეთა გუამთა, არამედ უხილავთა გულთა განმაბრწყინვებელად რაჲთა შემძლებელ იყვნენ ცნობად უცნაურთა საიდუმლოთა, რომელ არს დიდებაჲ ღმრთისა მამისაჲ ქრისტე, რომლისა პირი განგუეცხადა ჩუენ განჴორციელებითა და თჳთ თავადი პირითა თჳსითა გუეზრახა ჩუენ, და მის მიერ ვისწავეთ ჭეშმარიტი მეცნიერებაჲ მამისაჲ, რამეთუ, რაჟამს ვიხილეთ ძე, უეჭუელად დაგიმტკიცეთ, ვითარმედ არს მამაჲ, და რამეთუ არა კუმოლვითა და სისხლითა, არამედ სულითა და ჭეშმარიტებითა ეძიებს თაყუანის-ცემასა და რამეთუ სამგუამოვნებით და ერთარსებით ერთ ძალად იმსახურების ღმერთი. იხილე, თუ ვითარ ამათ პირთათჳს სახელ-...
...ე: „ყოველივე მის მიერ იქმნა“ (1,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: წინაჲსწარმეტყუელი მოსე იწყებდა რაჲ სიტყუად დაბადებისათჳს, იწყო თქუმად ხილულთა საქმეთათჳს და მრავლითა სიტყჳთა აღრაცხუა იგი, რამეთუ იტყჳს: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“; და მერმე იტყჳს: „იქმნა ნათელი“, და მეორე ცაჲ, და ბუნებანი ვარსკულავთანი, და თითოეულთა ცხოველთა ნათესავნი, და სხუაჲ ყოველივე, რაჲთა არა ვიტყოდი თითოეულად. ხოლო მახარებელმან ამის ყოვლისათჳს მოკლედ თქუა ერთითა სიტყჳთა, და კეთილად ქმნა ესე, რამეთუ პირველთქუმულნი იგი ყოველთა მიერ საცნაურ იყვნეს, და რამეთუ უზეშთაესთა საქმეთათჳს ეგულებოდა თქუმად და არა დაბადებულთათჳს, არამედ დამბადებელისათჳს ყოველთაჲსა. ამისთჳსცა მან ყოველი სიტყუაჲ თჳსი ხილულთათჳს ქმნა, რამეთუ არცა რაჲ უთქუამს მას ზეცისა ძალთათჳს, ხოლო ესე ვინაჲთგან თავადისა მის დამბადებელისა მიმართ აღვიდოდა, ამისთჳს სამართლად თანაწარჰჴდა მას ყოველსა და ყოველივე ერთითა სიტყჳთა გამოაჩინა, რომელ-იგი თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველივე მის მიერ იქმნა“ (1,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲთა არა ჰგონებდე, ვითარმედ მას ოდენ იტყჳს, რომელ მოსესცა უთქუამს, ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ: „თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რა...
...მინიჭებად მისა თხოაჲ იგი, რაჲთა ესე სიტყუაჲ აღმოთქუას, რაჲთა ესრეთ გჳრგჳნოსან-ყოს იგი.
„გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს!“ და მეყსეულად განიკურნა ასული მისი, რამეთუ იგი ენება.
ესე ჴმაჲ მსგავს არს პირველსა მას სიტყუასა, რაჟამს თქუა: „იყავნ სამყაროჲ!“ და „იყავნ ნათელი!“ და იქმნა ყოველივე. ეგრეთვე აქა ჰრქუა: „დიდ არს სარწმუნოებაჲ შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს!“ და მეყსეულად განიკურნა ასული მისი, რაჲთა ცნან ყოველთა, ვითარმედ არა სასმენელად ხოლო იტყოდა სიტყუათა მათ, არამედ სიღრმითა გულისაჲთა. ამისთჳს სარწმუნოებისაებრ მისისა ბრძანა ქმნად, რაჲცა ენებოს, და განიკურნა მეყსეულად ასული მისი.
ხოლო თქუენ იხილეთ, ვითარ მოციქულნი ევედრნეს მისთჳს, და არა შეისმინა მათი. იგი ევედრა და ყოველივე თხოაჲ თჳსი აღასრულა, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ ძალი ლოცვისაჲ, თუ რაოდენ შემძლებელ არს. რამეთუ თავთა ჩუენთათჳს ჩუენ მიერ, შეცოდებულთა ამათ, ჰნებავს ვედრებისა სმენად, ვიდრეღა სხუათა მიერ ჩუენთჳს ლოცვისა. არა უმეტესი აქუნდაა მოციქულთა კადნიერებაჲ, ვიდრეღა დედაკაცსა მას? არამედ რომელ-იგი მათ არა უსმინა, მისი ისმინა, რაჟამს-იგი ფრიადი აჩუენა ვედრებაჲ და სიმდაბლე. და მოციქულთაცა გამოუცხადა, ვითარმედ ამისთჳს არა ისმინა მათი, რაჲ...