მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 1:23

22. და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსენით წყალნი ზღჳსანი. და მფრინველნი განმრავლდედ ქუეყანასა ზედა.23. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეხუთე.24. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრე.
დაბადებისა თავი 1
23. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეხუთე.
საუბარი 6. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ მნათობნი სამყაროსა ზედა ცისასა" (დაბ 1:14)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. მხილება სულიერი უდარდელობისთვის

მსურს ჩვეულ სწავლებას მივმართო, მაგრამ ვჩერდები და ვყოყმანობ; დარდის ღრუბელმა მოიცვა ჩემი გონება, აღაშფოთა და დაარღვია იგი; უფრო სწორად, არა მხოლოდ დარდის, არამედ რისხვის ღრუბელიც, და არ ვიცი, რა გავაკეთო, — ასეთი აღელვება ეუფლება ჩემს სულს. მართლაც, როცა გავიფიქრებ, რომ ეშმაკმა ოდნავ რომ დაბერა, თქვენ, ჩვენი უწყვეტი სწავლებისა და ყოველდღიური შეგონების დავიწყებით, ყველანი გაიქეცით იმ სატანისეულ სანახაობაზე, როცა ცხენის რბოლა მოხდა, — შემიძლია კი კვლავ გულმოდგინებით მოგაწოდოთ სწავლება, როცა ყოველივე წინანდელი ასე სწრაფად გაქრა? განსაკუთრებით ამძაფრებს ჩემს მწუხარებას და აღაგზნებს ჩემს რისხვას ის, რომ თქვენ, ჩვენს შეგონებასთან ერთად, წმიდა დიდი მარხვის მიმართ მოწიწებაც გადააგდეთ სულიდან და ასე თავად მიეცით ეშმაკის მახეებს. როგორ შეიძლება ვინმემ, თუნდაც ქვისგან ჰქონდეს სული, ადვილად აიტანოს ასეთი უზრუნველობა თქვენი? მრცხვენია, მერწმუნეთ, და ვწითლდები, როცა ვხედავ, რომ ამაოდ ვშრომობთ და ქვებზე ვყრით თესლს. მაგრამ ისმენთ თუ არა ჩემს სიტყვებს, დანიშნული ჯილდო მე მაინც მომეცემა, რადგან მთელი ჩემი...

სრულად ნახვა
საუბარი 7. „და თქუა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალნი სულთა ცხოველთანი" (დაბ 1:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ხმელეთის ცხოველთა შექმნა (1:23-25):

კურთხევა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ცხოველები მრავლდებოდნენ. რადგან სულდგმულნი შეიქმნა და (შემოქმედს) ენება, რომ ისინი მუდამ არსებობდნენ, (მოსემ) დაუმატა: „და აკურთხნა იგინი ღმერთმან და რეცა: აღორძნდით და განმრავლდით". და ეს სიტყვა (ღვთისა) დღემდე იცავს მათ; ამდენი დრო გავიდა და არცერთი მათი სახეობა არ შემცირებულა. ღვთის კურთხევამ და ამ სიტყვამ: „აღორძნდით და განმრავლდით", მათ უწყვეტად არსებობის უნარი მიანიჭა. „და იქმნა, — ნათქვამია, — მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეხუთე" (). ნახე, როგორ გვაწვდის საღვთო წერილი სწავლებას იმის შესახებაც, რაც მეხუთე დღეს შეიქმნა? მაგრამ მოიცა ცოტა, და კვლავ დაინახავ უფლის კაცთმოყვარეობას. მან არა მხოლოდ წყლები აღძრა ცხოველთა წარმოშობისთვის, არამედ მიწასაც უბრძანა ხმელეთის ცხოველთა წარმოქმნა. არ არის შეუფერებელი, რომ დღეს ოდნავ შევეხოთ იმასაც, რაც მეექვსე დღეს შეიქმნა. „და თქვა, — ნათქვამია, — ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრე" (<span...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის