1. მხილება სულიერი უდარდელობისთვის
მსურს ჩვეულ სწავლებას მივმართო, მაგრამ ვჩერდები და ვყოყმანობ; დარდის ღრუბელმა მოიცვა ჩემი გონება, აღაშფოთა და დაარღვია იგი; უფრო სწორად, არა მხოლოდ დარდის, არამედ რისხვის ღრუბელიც, და არ ვიცი, რა გავაკეთო, — ასეთი აღელვება ეუფლება ჩემს სულს. მართლაც, როცა გავიფიქრებ, რომ ეშმაკმა ოდნავ რომ დაბერა, თქვენ, ჩვენი უწყვეტი სწავლებისა და ყოველდღიური შეგონების დავიწყებით, ყველანი გაიქეცით იმ სატანისეულ სანახაობაზე, როცა ცხენის რბოლა მოხდა, — შემიძლია კი კვლავ გულმოდგინებით მოგაწოდოთ სწავლება, როცა ყოველივე წინანდელი ასე სწრაფად გაქრა? განსაკუთრებით ამძაფრებს ჩემს მწუხარებას და აღაგზნებს ჩემს რისხვას ის, რომ თქვენ, ჩვენს შეგონებასთან ერთად, წმიდა დიდი მარხვის მიმართ მოწიწებაც გადააგდეთ სულიდან და ასე თავად მიეცით ეშმაკის მახეებს. როგორ შეიძლება ვინმემ, თუნდაც ქვისგან ჰქონდეს სული, ადვილად აიტანოს ასეთი უზრუნველობა თქვენი? მრცხვენია, მერწმუნეთ, და ვწითლდები, როცა ვხედავ, რომ ამაოდ ვშრომობთ და ქვებზე ვყრით თესლს. მაგრამ ისმენთ თუ არა ჩემს სიტყვებს, დანიშნული ჯილდო მე მაინც მომეცემა, რადგან მთელი ჩემი...