დაფიქრდი, რა სარგებლობა (მოსემ) ვარსკვლავებშიც გვიჩვენა. „დასხნა იგინი,“ — ამბობს, — „სამყაროსა ცისასა“. რას ნიშნავს „დასხნა"? ნუთუ იმას, რომ „ჩაამაგრა"? არა; ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ხშირად ერთ წამში დიდ სივრცეს გარბენენ და არასოდეს ერთ ადგილზე არ დგანან, არამედ თავიანთ სვლას აღასრულებენ, რაც უფლისგან აქვთ დანიშნული. მაშ, რას ნიშნავს „დასხნა"? ნიშნავს: ბრძანა, ცაზე ყოფილიყვნენ. წერილი, როგორც შემდეგ ვნახავთ, სხვაგან ამბობს, რომ ღმერთმა ადამი სამოთხეში „დასვა" (), არა იმ აზრით, რომ სამოთხეში ჩაამაგრა, არამედ იმ აზრით, რომ ბრძანა, სამოთხეში ყოფილიყო. ამგვარადვე ვარსკვლავებზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთმა ბრძანა, ცის სამყაროზე ყოფილიყვნენ და თავიანთი ნათელი მიწაზე ეფრქვიათ. დაფიქრდი, საყვარელო, ნუთუ ყოველგვარ მდელოსა და ბაღზე უფრო სასიამოვნო არ არის ღამით ვარსკვლავიანი ცის ყურება, — როგორ არის იგი მრავალფეროვანი ვარსკვლავებით, თითქოს ყვავილებით, შემკული, და როგორ ასხივებენ ეს ვარსკვლავები მიწაზე სიუხვეს ნათლისა? ისინი სწორედ იმისთვის არიან დანიშნულნი, რომ მიწას ანათებდნენ და...
დაბადებისა 1:19
18. და მთავრობდენ დღესა და ღამესა და განწვალებდენ შორის ნათლისა და შორის ბნელისა. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ.19. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე იგი მეოთხე.20. და თქვა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალები სამშჳნველთა ცხოველთაჲ და მფრინველნი ფრინვალენი ქუეყანასა ზედა ჩემისაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ.
დაბადებისა თავი 1