მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 1:16

15. და იყუნედ განმანათლებელად სამყაროსა ცისა, რათა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.16. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი - მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი.17. და დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა, რათა ჩნდენ ქუეყანასა ზედა.
დაბადებისა თავი 1
16. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდნი: მნათობი დიდი მთავრობად დღისა. და მნათობი უმრწემესი - მთავრობად ღამისა. და ვარსკულავნი.
საუბარი 6. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ მნათობნი სამყაროსა ზედა ცისასა" (დაბ 1:14)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. შეგონების დასკვნა და მნათობთა შესახებ სწავლების დასაწყისი (1:14-16):

მაშ, ყველა დამნაშავემ იცოდეს, რომ თუკი ჩვენი ამ შეგონების შემდეგაც ისევე უზრუნველად მოიქცევა, ჩვენ აღარ მოვითმენთ, არამედ საეკლესიო კანონთა საფუძველზე, დიდი სიმკაცრით ვასწავლით მათ, რომ არ ჩაიდინონ ასეთი დანაშაულები და ასეთი უზრუნველობით არ მოისმინონ ღვთის სიტყვა. ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება. თითოეულმა მსმენელმა შესაბამისი წამალი მიიღოს: ამ ცოდვაში დამნაშავემ — რათა შეაჩეროს თავისი უზრუნველობა და აღარ გააგრძელოს, არამედ გულმოდგინებით მოიქცეს ამის შემდეგ და წინანდელ ცოდვებში გამოსწორდეს; ხოლო უდანაშაულომ ფრთხილად იყოს, რომ არ გაიტაცოს და არასოდეს გახდეს დამნაშავე. მაგრამ, რომ, საყვარელნო, თავად საქმით დაგარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ, სიყვარულის შეგონებითა და დიდი მზრუნველობითა და თქვენი ცხონებისთვის დიდი შეშფოთებით, იძულებულნი ვიყავით ეს გვეთქვა, აი, კვლავ, კეთილი იმედით აღჭურვილნი, ჩვეულ სწავლებას მოგაწვდით და ამით ჩვენს მამობრივ წყალობას გიჩვენებთ, რომელიც თქვენდამი გვაქვს. მხოლოდ გთხოვთ, ყურადღებით მოისმინეთ ჩემი სიტყვები, რომ უფრო მეტი ნაყოფი მიიღოთ და მასთან ერთად სახლში დაბრუნდეთ. საჭიროა, საყვარელნო, გითხრათ იმის შესახებ, რაც...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის