მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 1:11

10. და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანაჲ და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.11. და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.12. და გამოიღო ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, მთესველი თესლსა ნათესავობისაებრ და მსგავსებისაებრ და ხე ნაყოფიერი, მყოფი ნაყოფისაჲ, რომლისა თესლი მისი მის თანა ნათესავობისაებრ ქუეყანასა ზედა. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ.
დაბადებისა თავი 1
11. და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 5. „და თქუა ღმერთმან: შეკრბეს წყალნი ცასა ქუეშე შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდეს ჴმელი" (დაბ 1:9)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. მცენარეთა აღმოცენება ღვთის სიტყვით (1:11-13):

...ი ბრძანებით ჯეროვან შვენიერებას ანიჭებს მას, მის სახეს მრავალფეროვანი თესლებით ამკობს რა. „და თქუა ღმერთმან: აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ. მთესველი თესლისაჲ, ნათესავობისაებრ და მსგავსებისა და ხე ნაყოფიერი მყოფელი ნაყოფისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. და იქმნა ეგრეთ" (). რას ნიშნავს: „და იქმნა ეგრეთ"? უფალმა ბრძანა, ესე იგი, და დედამიწამ მაშინვე შობის ტკივილი იგრძნო და თესლთა აღმოცენებისთვის მომზადდა. „და გამოიღო ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, მთესველი თესლსა ნათესავობისაებრ და მსგავსებისაებრ და ხე ნაყოფიერი, მყოფი ნაყოფისაჲ, რომლისა თესლი მისი მის თანა ნათესავობისაებრ ქუეყანასა ზედა" (). იფიქრე აქ, საყვარელო, როგორ გამოიღო ყველაფერი დედამიწამ მხოლოდ უფლის სიტყვით. ჯერ არც კაცი-მიწათმოქმედი იყო, არც გუთანი, არც სამუშაო ხარები, არც სხვა მისი მოვლა, არამედ მხოლოდ ისმინა (დედამიწამ) ბრძანება — და მაშინვე შეასრულა თავისი მოვალეობა. აქედან ვიგებთ, რომ ახლაც ნაყოფს ჩვენთვის არა მიწათმოქმედთა გულმოდგინება მოიტანს, არა შრომა და საერთოდ არა მიწის დამუშავების მძიმე სამუშაო, არამედ ყოველივე ამაზე უპირველესად ღვთის სიტყვა, თავდაპირველად მას რომ ეთქვა. მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი. ჰრქუა მათ იესუ: მომართუთ მე იგი აქა! და უბრძანა ერსა მას დასხდომად თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხნა, განტეხა და მისცა პური იგი მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას. ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსე. ხოლო იყვნეს, რომელთა ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა“ (14,15-21).:

...სე ამისთჳს, რაჲთა დაუყოს პირი მარკიანელთა და მანიქეველთაჲ, უღმრთოთა მათ მწვალებელთაჲ, და საქმით გამოაჩინოს, ვითარმედ ყოველნივე ესე ხილულნი უხილავთა თანა მის მიერ ქმნილ არიან და იგი არს მომცემელი ნაყოფთაჲ; რამეთუ მან ბრძანა პირველითგან: „აღმოაცენენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ, სა-თესავი თესლი, თესლად-თესლადი“; და „გამოიყვანედ წყალთა ქუეწარმავალი სამშჳნველთა ცხოველთაჲ“. რამეთუ არარაჲ უდარეს მაშინ ქმნილისა მის საკჳრველებისა იყო ესე, რამეთუ ვითარცა მაშინ აღმოაცენნა ქუეყანით მცენარენი და გამოიყვანნა წყალთაგან მშჳნვიერნი, ეგრეთვე აწ ხუთთა პურთაგან და ორთა თევზთა ესოდენი განმრავლებაჲ ქმნა, რომელესე სასწაული იყო, ვითარმედ იგი არს მფლობელი და მპყრობელი ცისა და ქუეყანისა და ზღუათაჲ. ხოლო იხილა რაჲ ერი იგი და შეეწყალნეს და განკურნნა სნეულნი მათნი, ჯერ-იჩინა ყოველთა ზედაცა ქმნად ამის სასწაულისა, რაჲთა არა მხილველ ოდენ იყვნენ სხუათა ზედა ქმნილთა სასწაულთა, არამედ კაცად-კაცადმან მიიღოს ნიჭი საკჳრველებისა მისისაჲ; და რომელ-იგი მამათა მათთა უდაბნოსა ზედა შეუძლებელად შეერაცხა და იტყოდეს: „ჴელ-ნუ-იწიფოსა ღმერთმან განმზადებად ტაბლაჲ უდაბნოსა?“ და კუალა...

სრულად ნახვა