...ს, რად არა თქუენცა გრწამს მისი, ჵ უგუნურნო, რომელი-იგი ზრდის სიყმილსა სულთა და ჴორცთასა, რომელთა ჰრწმენეს მისსა მიმართ. ხოლო თქუმულ არს, ვითარმედ უკუანაჲსკნელ შეინანა და მოიქცა დიმიტრი, და ესოდენ წარჩინებულ იქმნა ღმრთისმსახურებითა, ვიდრეღა დასწერს მისთჳს ღმრთისმეტყუელი იოვანე: "დიმიტრი წამებულ არს ყოველთაგან" () და შემდგომი ამისი.
მათ ვითარცა ესმა ესე, აღივსნეს გულისწყრომითა, ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ. და აღივსო ყოველი ქალაქი შფოთითა, და მიიმართეს და მივიდეს ერთბამად სახილველსა მას, თანა წარიტაცნეს გაიოს და არისტარხოს მაკედონელნი პავლეს თანა წარსრულნი (19,28-29).
თარგმანი: ვითარცა უგუნურთა, შეეშინა მოქმედთა მათ ცუდთა მათგან შინებათა დიმიტრისთა, და ვითარცა ადგილნი შესაცთუნებულად, აღტაცებულ იქმნნეს გულისწყრომისაგან, რამეთუ ესევითარი არს გონებაჲ უსწავლელისა ერისაჲ გამოუძიებელად მრწმუნებელ სიტყუასა საშფოთოსა. ამისთჳს ღაღადებდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ! რამეთუ ქალაქად-ქალაქად სხუაჲ ღმერთი აქუნდის მრავალ-ღმრთეებასა წარმართთასა. ხოლო ეფესოჲსა, წარჩინებულისა მის ელენთა ქალაქისა იონიაჲსა, ღმერთი — არტემი იყო, რომლისათჳს ღაღადებით ჴმობითა ერნი იგი განაახლებდეს მსახურებასა მისსა, და სახილველად მისწრაფებითა აღსძრვიდეს...