მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 4:14

13. ფელონი, რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები.14. ალექსანდრე მჭედელმან მრავალი ბოროტი შემაჩუენა მე. მიაგოს მას უფალმან საქმეთა მისთაებრ.15. რომელსა შენცა ეკრძალე, რამეთუ ფრიად წინა-აღუდგა იგი ჩუენთა სიტყუათა.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 4
14. ალექსანდრე მჭედელმან მრავალი ბოროტი შემაჩუენა მე. მიაგოს მას უფალმან საქმეთა მისთაებრ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუგებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მა-თითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ“ (7,6).:

...იდე იგი, არცა წინადაუდვეს მარგალიტი იგი მრავალსასყიდლისაჲ, რაჲთა არა დათრგუნოს.

ეგრეთ იყო ალექსანდრეცა, რომლისათჳს მიუწერს პავლე ტიმოთეს, ვითარმედ: „ალექსანდრე მჭედელმან მრავალი ბოროტი შემაჩუენა მე. მიაგოს უფალმან საქმეთა მისთაებრ. რომელსა შენცა ეკრძალე, რამეთუ ფრიად წინააღმიდგა იგი სიტყუათა ჩემთა“. და კუალად იტყჳს: „რომელ-თა ემოსოს ხატი ღმრთისმსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ, ამათ განეშორე“. და ტიტეს ეგრეთ მიუწერს, ვითარმედ: „ერესიოტსა კაცსა ერთითა და ორითა სწავლითა განეშორე“, რომელ არს მწვალებელი. არა თუ საიდუმლონი იგი ჩუენნი უძლურებისა სახე არიან და ვნებისა მიზეზ ექმნებიან, არამედ იგინი უგულისხმოებითა და უკეთურები-თა სავსე არიან. ამისთჳს ბრძანებს უფალი, რაჲთა ესევითართა მათ გამომცდელთა და უკეთურებითა სავსეთა არა ვაუწყებდეთ საიდუმლოთა ღმრთისათა, რამეთუ მათცა არა სარგებელ ეყოფის ურწმუნოებისა მათისათჳს და ბილწებისა და ჩუენცა მიზეზ უმეტესისა ბრძოლისა გუექმნების მათი იგი მეცნიერებაჲ.

ამისთჳსცა ჟამსა მას წმიდათა საიდუმლოთასა დაკრძალვასა კართასა ჴმობს დიაკონი. არა თუ წინამდებარეთა მათ საიდუმლოთა შინა არს რაჲმე ღირსი მალვის...

სრულად ნახვა