მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 4:13

12. ტჳქიკოს წარავლინე ეფესოდ.13. ფელონი, რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები.14. ალექსანდრე მჭედელმან მრავალი ბოროტი შემაჩუენა მე. მიაგოს მას უფალმან საქმეთა მისთაებრ.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 4
13. ფელონი, რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები.
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე, რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისტე - გალატიად, ტიტე - დალმატიად, ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა. მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა, რამეთუ საჴმარ არს იგი ჩემდა მსახურებასა. ტჳქიკოს წარავლინე ეფესოდ. ფელონი, რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები.“ ().

1. პავლეს მარტოობა და ტიმოთეს მოწოდება

ღირს გამოკვლევა, როგორ მოუწოდებს ტიმოთეს თავისთან, თუკი მას ეკლესია და მთელი ერი ჰქონდა მინდობილი. ეს საქმე უგუნურება არ ყოფილა, რადგან თვით პავლეც მზად იყო ტიმოთესთან მისასვლელად; მოისმინე, რას ამბობს: „ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ“ (). მაგრამ რის გამო? დიდმა აუცილებლობამ შეიპყრო და უკვე აღარ იყო თავისი გამგზავრების...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ტიმოთეს ნუგეში და შეურყეველი სარწმუნოება:

...ული, რაც წინა ეპისტოლეშიც გამოაჩინა. მაგრამ მას მხოლოდ წერილებით კი არ ანუგეშებს, არამედ თავისთანაც უხმობს: „ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე“ (), ამბობს, და: „მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები“ (). მეჩვენება კი, რომ ეს ეპისტოლე ბოლოს არის დაწერილი; რადგან, ამბობს: „რამეთუ მე აწ ესერა შევიწირვი“ (), და კვლავ: „პირველსა მას სიტყჳს-გებასა ჩემსა არავინ თანა-დამიდგა მე“ ().

ამ ყოველივეს ასწორებს რა, ნუგეშსაც საკუთარი განსაცდელებიდან იწყებს და ამბობს: „პავლე, მოციქული ქრისტე იესუჲსი ნებითა ღმრთისაჲთა, აღთქუმისა მისებრ ცხორებისა ქრისტე იესუჲს მიერ“ (). მაშინვე, შესავლიდანვე, აღამაღლა ტიმოთეს სული. ნუ მეუბნები აქაურ საფრთხეებზე, ამბობს; სწორედ ისინი გვიშობენ საუკუნო სიცოცხლეს, სადაც...

სრულად ნახვა