მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 3:1

1. ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი.2. და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ,
2 ტიმოთეს მიმართ თავი 3
1. ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მოთმინება ჭირთა შინა და სასოება ღვთისა:

...საქმ 14:22). და თავად ქრისტემ უთხრა მოწაფეებს: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს" (). ნუ ვიწუხებთ ზედმეტად ჭირთა გამო, არამედ მოვისმინოთ პავლე, რომელიც ამბობს, რომ „ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნენ" (). ნუ შევშფოთდებით სულითა და ნუ სასოწარკვეთდებით, არამედ სიმტკიცითა და მოთმინებით ვიტანოთ ყველა უბედურება, ყურადღებას არა ჭირზე, არამედ აქედან მომდინარე სარგებელზე ვამახვილებდეთ, რადგან აქ სულიერი შემოსავალია. როგორც ისინი, ვინც სიმდიდრის დაგროვებას ისურვებს, საერო სარგებლით დაკავებულნი, სხვანაირად ვერ გაამრავლებენ თავიანთ ქონებას, თუ არა მრავალი საფრთხის განცდით ხმელეთზე და ზღვაზე (აუცილებლად ექვემდებარებიან ქურდებისა და ავაზაკების მზაკვრობებსა და თავდასხმებს) და მაინც სიამოვნებით ემზადებიან ყოველივეს ასატანად, მოგების მოლოდინში არაფერ მძიმეს არ გრძნობენ, — ასევე ჩვენც უნდა გვიხაროდეს და ვმხიარულობდეთ, ამგვარი გზით დაგროვებულ სიმდიდრესა და სულიერ შემოსავალზე ვფიქრობდეთ და — არა ხილულს, არამედ უხილავს ვუმზერდეთ, როგორც პავლე გვარიგებს და ამბობს: „რამეთუ არა ვხედავთ ჩუენ ხილულსა ამას, არამედ უხილავსა მას" (...

სრულად ნახვა
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა (16,1-2).:

...:5). ცხად არს, ვითარმედ დედულნი ტიმოთესნი ნათესავით ჰურიანი იყვნეს, ხოლო დედაჲ, და დედის დედაჲ — მორწმუნენი ქრისტესნი, და ამათგან იშვა ტიმოთე ჟამსა მას ოდენ ქრისტეს ქადაგებისა განფენისასა. აღიზარდა უკუე და განისწავლა შჯულიერად, ვითარცა პავლე მისწერს მისსა, ვითარმედ: "სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი" (), გარნა წინა-დაუცუეთელ იყო, რამეთუ ჟამსა მას იყო, ოდეს იქადაგებოდა დაჴსნაჲ წინა-დაცუეთისაჲ.

ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი (16,3).

თარგმანი: ვინაჲთგან ქადაგ წინა-დაცუეთის დაჴსნისა ჰყოფდა პავლე ტიმოთეს, ამისთჳს წინა-დასცჳთა მას, რაჲთა ვერვინ თქუას ორთავე ამათთჳს, ვითარმედ: ამისთჳს დაჰჴსნიან წინა-დაცუეთასა, რამეთუ თჳთ წინა-დაუცუეთელ არიან. ამისთჳს არა წინა-დაუცვეთელნი, არამედ წინა-დაცუეთილი დაჰჴსნიან წინა-დაცუეთასა. და კუალად მაშინდელთა ჰურიათა მოძღურად ჰურიათაგანივე უსარწმუნოეს უჩნდა, ხოლო წარმართთაგანთა მოძღუართა არცაღა თუ დასაბამსა სიტყჳსა მათისასა ყურსა მიუპყრობდეს, არამედ ყოვლად გარე-მიაქცევდეს მათ.

და ვითარცა განჰვლიდეს ქალაქებსა მას, ასწავებდეს მათ დამარხვად მოძღურებათა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მ: ვითარმედ სრული სათნოებითა იგი არს, რომელი ყოველთა მცნებათა იქმოდის; და მოწყალებისათჳს:

...ილთა.

სწავლაჲ მ: ვითარმედ სრული სათნოებითა იგი არს, რომელი ყოველთა მცნებათა იქმოდის; და მოწყალებისათჳს

და ჩუენცა რაჟამს მწვალებელთა ვეტყოდით, ესრეთ შევიჭურვოდით, რამეთუ „ყოველი წერილი საღმრთო არს და სარგებელ სულისა სწავლად და მხილებად, რაჲთა სრულ იყოს კაცი ღმრთისაჲ ყოვლისა კეთილისა მიმართ“, რამეთუ რომელსა ერთი აქუნდეს კეთილი, და მეორე არა აქუნდეს, იგი არა სრულ არს. რამეთუ რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ ილოცვიდეს ფრიად, და მოწყალებაჲ არა აქუნდეს? ანუ მოწყალებაჲ აქუნდეს, გარნა მოტაცებულისაგან, ანუ მაჩუენებლობით კაცთათჳს? ანუ კეთილად იქმოდის მოწყალებასა, გარნა ზუაობდეს, ანუ თუ მდაბალი იყოს, გარნა ვეცხლისმოყუარებაჲ აქუნდეს, დედაჲ იგი ყოველთა ბოროტთაჲ?

„რამეთუ ძირი ყოვლისა ბოროტისაჲ ვეცხლისმოყუარებაჲ არს“, და ვივლტოდით უკუე მისგან, რამეთუ მან სოფელი ყოველი დაუწყნარებელყო. ესე მონებისაგან ქრისტესისა განგუაშორებს, რამეთუ „შეუძლებელ არს მონებაჲ ღმრთისაჲ და მამონაჲსი“. ; რამეთუ ქრისტე გუამცნებს მოწყალებასა, ხოლო იგი - მტაცებლობასა; ქრისტე გჳბრძანებს, რაჲ-თა შეუნდობდეთ თანამდებ...

სრულად ნახვა