მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 2:25

24. ხოლო მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვაჲ, არამედ რაჲთა იყოს მყუდრო და სახიერ ყოველთა მიმართ, მასწავლელ, უმანკო,25. მშჳდობით მასწავლელ წინააღმდგომთა მათ, მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა,26. და განიფრთხონ საფრჴისა მისგან ეშმაკისა მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისასა.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2
25. მშჳდობით მასწავლელ წინააღმდგომთა მათ, მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 8. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ეკლესიის დოგმატთა დაცვა ერესთა წინააღმდეგ (1:26):

...გააკეთებდა, რადგან ერთნაირი სახე აქვს კაცსაც და ქალსაც. ხედავ ჭეშმარიტების სისავსეს, როგორ არ ტოვებს არავითარ საბაბს ცარიელი კამათის მოყვარეთა გასამართლებლად? მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შევწყვეტთ მათთვის დიდი სულგრძელობის გამოჩენას, „მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა" (). არ შევწყვეტთ სიმშვიდის ყველა ღონისძიებას; შეიძლება, მოვახერხოთ მათი ეშმაკის საცთურისგან გამოხსნა. და თუ გნებავთ, კვლავ ნეტარი პავლე წარვუდგინოთ, რომელიც ათენელებს ასე ეუბნებოდა: „არა გჳღირს, ვითარმცა ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა, საღმრთოჲსა მის მსგავს ყოფად" (). ხედავ, რა ზედმიწევნით აღმოფხვრა ბრძენმა მოძღვარმა მათი შეცდომა? მან თქვა, რომ არა მხოლოდ ღვთაება არ ფლობს ხორციელ სახეს, არამედ ადამიანურ გამონაგონსაც არ ძალუძს ასეთი რამის მოფიქრება. ამას მუდმივად ეუბნეთ მათ და ნუ შეწყვეტთ იმის კეთებას, რაც თქვენზე იქნება დამოკიდებული: შეიძლება მოგისმინონ; შეიძლება ისურვონ ჭეშმარიტებისთვის თვალების გახელა. მაგრამ ესოდენ დიდი სიმშვიდითა და სიფრთხილით ეუბნებით რა მათ ამას, თავად კი, გთხოვთ, მტკიცედ იცავდეთ ეკლესიის დოგმატებს, ნათქ...

სრულად ნახვა