მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 2:19

18. რომელნი-იგი ჭეშმარიტებასა განუდგეს, იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ აწვე იყოო, და გარდააქცევენ რომელთამე სარწმუნოებასა.19. ხოლო მტკიცე იგი საფუძველი ღმრთისაჲ ჰგიეს და აქუს ბეჭედი ესე: „იცნის უფალმან, რომელნი-იგი არიან მისნი“ და: „განეშორენ სიცრუისაგან ყოველი, რომელი სახელ-სდებდეს სახელსა უფლისასა“.20. სახლსა შინა დიდსა არა არს ჭურჭელი ოქროჲსაჲ ხოლო და ვერხლისაჲ, არამედ ძელისაჲცა და კეცისაჲცა, რომელნიმე პატიოსნად და რომელნიმე უპატიოდ.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2
19. ხოლო მტკიცე იგი საფუძველი ღმრთისაჲ ჰგიეს და აქუს ბეჭედი ესე: „იცნის უფალმან, რომელნი-იგი არიან მისნი“ და: „განეშორენ სიცრუისაგან ყოველი, რომელი სახელ-სდებდეს სახელსა უფლისასა“.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ქრისტეს სარწმუნოება და აღდგომის დაცვა:

...ნუთუ არაფერი უნდა გავაკეთოთ მათთვის, ვინც ემხობა? მაგრამ, ამბობს იგი: „ხოლო მტკიცე იგი საფუძველი ღმრთისაჲ ჰგიეს და აქუს ბეჭედი ესე“: „იცნის უფალმან, რომელნი-იგი არიან მისნი“ და: „განეშორენ სიცრუისაგან ყოველი, რომელი სახელ-სდებდეს სახელსა უფლისასა“ ().

3. მტკიცე საფუძველი და სინდისის სამსჯავრო

გვიჩვენებს, რომ დაცემამდეც არ იყვნენ მტკიცე; თორემ პირველივე შემოტევით არ დაემხობოდნენ, ისევე როგორც ადამი მცნებამდე მტკიცე იყო. რამეთუ მტკიცედ დამდგარნი მაცდურთაგან არა მხოლოდ არაფერს განიცდიან, არამედ აღფრთოვანებასაც იწვევენ. ამბობს: მტკიცეც და საფუძველიც. ასე უნდა ვიყოთ მიჭიდებულნი რწმენას. „აქუს ბეჭედი ესე“; „იცნის უფალმან, რომელნი-იგი არიან მისნი“ (). რა არის ეს? ეს მეორე რჯულიდან აიღო....

სრულად ნახვა