მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 2:15

14. ამას მოაჴსენებდ წინაშე ღმრთისა და უწამებდ ნუ სიტყჳთა ლალვისაჲთა არად საჴმარად, განსადრეკელად მსმენელთა მათ.15. ისწრაფე თავისა შენისა რჩეულად წარდგინებად წინაშე ღმრთისა, მუშაკად ურცხჳნელად, წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა.16. ხოლო ბილწთა მათ და ცუდთა ჴმათა განეშორე, რამეთუ უმეტეს წარემატნიან უშჯულოებითა,
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2
15. ისწრაფე თავისა შენისა რჩეულად წარდგინებად წინაშე ღმრთისა, მუშაკად ურცხჳნელად, წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ქრისტეს სარწმუნოება და აღდგომის დაცვა:

...დეს, პავლე უბრალოდ კი არ ამბობს, სიტყვით ნუ იკამათებთო, არამედ, სიტყვას უფრო შემაძრწუნებელს ხდის და დაურთავს: „განსადრეკელად მსმენელთა მათ“.

„ისწრაფე თავისა შენისა რჩეულად წარდგინებად წინაშე ღმრთისა, მუშაკად ურცხჳნელად, წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა.“ (). ყველგან ეს ურცხვენელობაა. რატომ იჩენს იგი ასეთ დიდ გულმოდგინებას სირცხვილის საკითხის მიმართ? რადგან მოსალოდნელი იყო, რომ ბევრს შერცხვენოდა თვით პავლეც, ვინაიდან იგი კარვების მკეთებელი იყო, და ქადაგებაც, რადგან მოძღვრები იღუპებოდნენ. რადგან ქრისტე ჯვარს ეცვა, ეს კაცი თავის მოკვეთას ელოდა, პეტრე თავდაყირა გააკრეს, და ეს ყოველივე მათ საძულველი და კადნიერი ადამიანებისგან დაითმინეს. რადგან ეს საძულველი და კადნიერი ადამიანები იმარჯვებდნენ, პავლე ამბობს: ნუ შეგრცხვება; ესე იგი, ნუ შეგრცხვება არც ერთი საქმის კეთება, რაც ღვთისმოსაობას ეკუთვნის, თუნდაც მონად მსახურება დაგჭირდეს, თუნდაც რამე დაითმინო. მაგრამ როგო...

სრულად ნახვა