მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 2:13

12. უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ; უკუეთუ უარ-ვყოთ, მანცა უარ-მყვნეს ჩუენ.13. უკუეთუ არა გურწმენეს, იგი სარწმუნოდ ჰგიეს; უარ-ყოფად თავისა თჳსისა ვერ ძალ-უც.14. ამას მოაჴსენებდ წინაშე ღმრთისა და უწამებდ ნუ სიტყჳთა ლალვისაჲთა არად საჴმარად, განსადრეკელად მსმენელთა მათ.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 2
13. უკუეთუ არა გურწმენეს, იგი სარწმუნოდ ჰგიეს; უარ-ყოფად თავისა თჳსისა ვერ ძალ-უც.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს უფროჲს ეძიებდეს მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ძალ-უც ძესა თავით თჳსით საქმედ არცა ერთი რაჲ“ (5,18-19).:

...ძალსა ფრიადსა. და სხუასაცა ადგილსა იტყჳს პავლე მამისათჳს: „რაჲთა ორითა საქმითა შეუძრავითა, რომლითა ვერ შემძლებელ არს ცრუებად ღმერთი“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ ჩუენ უარ-ვყოთ, იგი სარწმუნოდ ჰგიეს, რამეთუ უარის-ყოფად თავისა თჳსისა ვერ შემძლებელ არს“. და არა თუ სიტყუანი ესე უძლურებასა წამებენ მისთჳს, არამედ უფროჲსად ძალსა მიუთხრობელსა, რამეთუ სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ შეუწყნარებელი არს იგი ბუნებაჲ ესევითარისა რაჲსამე. ვითარმცა ვიტყოდეთ, თუ: შეუძლებელ არს, თუმცა უფალმან ცოდა, და არა თუ სიტყჳთა ამით უძლურებასა ვსწამებთ მისთჳს, არამედ უფროჲსად ძალსა გამოუთქუმელსა აღვიარებთ, ეგრეთვე რაჟამს თქუას, თუ: „ვერ ძალმიც თავით ჩემით საქმჱ არცა ერთი რაჲ“, ამას იტყჳს, ვითარმედ: არა შესაძლებელ არს, არცა ეგების, არცა იქმნების, თუმცა ვქმენ რაჲ წინააღმდგომი მამისაჲ.

და რაჲთა სცნა, ვითარმედ ესრეთ არს სიტყუაჲ ესე, შემდგომნი იგი სიტყუანი ვიხილნეთ, თუ ვის ეწამების ქრისტე, ჩუენმიერთა ამათ სიტყუათა ანუ თქუენმიერთა. რამეთუ შენ იტყჳ, ვითარმედ: ძალსა და ჴელმწიფებასა მისსა დაჰჴსნის სიტყუაჲ ესე, ხოლო მე ვიტყჳ: უფროჲსად სწორებასა და მამისაგან შეუცვალებელობასა მისსა გამოაჩინებს,...

სრულად ნახვა