მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ტიმოთეს მიმართ 1:6

5. მოვიჴსენებ, რომელ-ეგე არს შენ თანა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლუდიაჲს თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა; და მრწამს, რამეთუ შენ თანაცა.6. რომლისათჳს მოგაჴსენებ შენ განცხოველებად მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელთა ჩემთაჲთა.7. რამეთუ არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ.
2 ტიმოთეს მიმართ თავი 1
6. რომლისათჳს მოგაჴსენებ შენ განცხოველებად მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელთა ჩემთაჲთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ტიმოთეს სახლეულობა და მწუხარების საერთოობა:

...ვარ და სავსებით დაჯერებული ვარ. მაშ, თუ ამ რწმენამდე არავითარი ადამიანური მიზეზით არ მოსულხარ, ვერაფერი შეგარყევს.

ამ მიზეზითაც შეგახსენებ: „განცხოველებად მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელთა ჩემთაჲთა“ (). ხედავ, როგორ აჩვენებს, რომ ტიმოთე დიდ გულმოკლულობაშია და როგორი დაღონებულია? თითქმის ამასვე ამბობს: „ნუ იფიქრებ, რომ უგულებელგყავი; არამედ იცოდე, რომ არც განმიკითხავხარ და არც დამვიწყებიხარ; და თუ სხვას არავის გაიხსენებ, დედის დედა და დედა მაინც მოიგონე.“ ამიტომ, რაკი ვიცი, რომ შეუორგულებელი რწმენა გაქვს, შეგახსენებ; რადგან გულმოდგინება გჭირდება, რათა ღმრთის მადლი გააღვივო. როგორც ცეცხლს სჭირდება შეშა, ასევე მადლსაც სჭირდება ჩვენი გულმოდგინება, რათა მუდამ ღვიოდეს. „მოგაჴსენებ შენ განცხოველებად მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელთა ჩემთაჲთა“ (), ანუ სულიწმინდის მ...

სრულად ნახვა