...ანვე შენს მონობას ვართ მიკუთვნებულნი.
სწორედ ეს უდიდეს სამკაულად წარმოაჩინა პავლემაც ტიმოთეს შესახებ, როცა თქვა: „მოვიჴსენებ, რომელ-ეგე არს შენ თანა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლუდიაჲს თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა“ (). „და მრწამს, რამეთუ შენ თანაცა“ (), და „და რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი“ (). და კვლავ საკუთარი თავის შესახებ: „ებრაელი ებრაელთაგან“ (). და კვლავ: „ებრაელ თუ არიან? მეცა“ (). „ისრაიტელ თუ არიან? მეცა“ (). რადგან მათ, ვინც წინაპართაგან და ძველიდანვე ასეთნი იყვნენ, პროზელიტებზე გარკვეული უპირატესობა ჰქონდათ. ამიტომ ისიც ამბობ...