მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრე 3:16

15. და უფლისა ჩუენისა იგი სულ-გრძელებაჲ ცხორებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე, მსგავსად მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა მიწერა თქუენდა.16. ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისათჳს, რომელნი-იგი არიან ძნიად საცნაურ რაჲმე, რომელსა-იგი უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევენ, ვითარცა სხუათა მათცა წიგნთა მსგავსად, მათისავე მის წარწყმედისა.17. თქუენ უკუე, საყუარელნო, წინაწარ რაჲ უწყით ესე, ეკრძალენით, რაჲთა არა უჯეროთასა მას საცთურსა თანა-აღერინეთ და განსცჳვეთ სიმტკიცისა მისგან თჳსისა.
2 პეტრე თავი 3
16. ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისათჳს, რომელნი-იგი არიან ძნიად საცნაურ რაჲმე, რომელსა-იგი უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევენ, ვითარცა სხუათა მათცა წიგნთა მსგავსად, მათისავე მის წარწყმედისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ბოლოსიტყუაჲ:

...რმე კუალად ნეტარმან პავლე] და სხუათა მოციქულთა ებისტოლებითა განამტკიცნეს მორწმუნენი და ყოველი სწავლაჲ ღმრთისმსახურებისაჲ მოგუცეს.

ხოლო ვინაჲთგან აღწერილსა მას შინა მახარებელთა და მოციქულთასა მრავალი იყო „ძნიად საცნაურ, და ვიეთნიმე უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევდეს მსგავსად მათისა წარწყმედისა“, ვითარცა მოციქული პეტრე იტყჳს კათოლიკესა შინა, ამისთჳს შემდგომად მოციქულთა გამოაჩინნა უფალმან სხუანიცა მნათობნი სამყაროსა მას ეკლესიისასა, წმიდანი მღდელთმოძღუარნი, რომელთა, მსგავსად მოცემულ[ისა მათა მადლისა], განგჳმარტეს ყოველივე ძნიად გულისხმისსაყოფელი წერილთაჲ და გარდამაქცეველნი [იგი ჭეშმარიტებისანი - მწვალებელნი - შეაჩუენნეს და სირცხჳლეულნი განიოტნეს ეკლესიისაგან და განანათლეს ერი მორწმუნეთაჲ. ხოლო უფროჲს ყოველთასა მიეცა მადლი იგი სწავლისაჲ და გამოთარგმანებაჲ წერილთაჲ წმიდასა და ღმერთშემოსილსა იოვანე ოქროპირსა, რომელი-იგი იყო მთავარეპისკოპოსი კოსტანტინეპოლისაჲ; რამეთუ პირველ მისაცა] იყვნეს მნათობნი დიდნი: წმიდაჲ ათანასე ალექსანდრიელი და წმიდაჲ გრიგოლ საკჳრველთმოქმედი ნეო[კესარიელი] და წმიდაჲ ბასილი კესარია-კაბადუკიელი და წმიდაჲ გრიგოლ ღმრთისმეტყუელი და წმიდაჲ გრიგოლ ნოსელი და სხუანი მსგავსნი ამათნი, გარნა ვინაჲთგან მათთა დღეთ...

სრულად ნახვა