მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრე 3:10

9. არა ყოვნოს უფალმან აღთქუმისა მისგან, ვითარ-იგი ვიეთმე დაყოვნებად შეურაცხიეს, არამედ სულ-გრძელ არს თქუენთჳს, რამეთუ არავისი ჰნებავს წარწყმედაჲ, არამედ ყოველთა სინანულად მოსლვაჲ.10. ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ.11. რაჟამს ესე ყოველნი ესრეთ დაზულებოდიან, რაბამთაჲ ჯერ-არს თქუენი ყოფაჲ წმიდითა ქცევითა და კეთილითა მსახურებითა, რაჲთა მოელოდით.
2 პეტრე თავი 3
10. ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ი სინანულისათჳს ცოდვათაჲსა და ლოცვისათჳს:

...ათაგან, რამეთუ რაჲმცა იყო უმოკლეს ჟამისა მის, ოდეს-იგი ეკიდა ჯუარსა ზედა? არამედ კმა-ეყო მას მცირე იგი ჟამი სინანულად და განთავისუფლებად ცოდვათაგან. უკუეთუ ჭაბუკ ხარ, ნუ მიენდვები სიჭაბუკესა შენსა და იტყჳ, ვითარმედ შორს არს ჟამი იგი სიკუდილისაჲ, რამეთუ „დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი, მოვიდისო ღამით“. ამისთჳს უცნაურყო ჟამი აღსასრულისა ჩუენისაჲ უფალმან, რაჲთა საცნაურ და ჭეშმარიტ ვყოთ მოსწრაფებაჲ ჩუენი და მოქცევაჲ ცოდვათაგან. არა ჰხედავა, ვითარ ჩჩჳლნი წარიტაცებიან სიკუდილისაგან, ჭაბუკნი ურიდად მოსწყდებიან?! ამისთჳს წერილ არს: „ნუ ჰყოვნი მოქცევად უფლისა, ნუცა სდროებ დღი-თი-დღე, ნუუკუე ვიდრე-იგი ჰყოვნიდე, წარიტაცო ჴელითა მით წარმყვანებელთაჲთა“.

ესრეთ ბერთაცა და ჭაბუკთა, კაცად-კაცადმან ისწავენ მოძღურებაჲ იგი, რაჲთა არცა ვინ უზრუნველ იყოს, არცა სასოწარკუეთილ, რამეთუ და-ღაცათუ მრავალ არიან ცოდვანი ჩუენნი, არამედ უკუეთუ შევინანოთ, არა მოტევებაჲ ხოლო ვპოოთ, არამედ ცხორებაჲცა საუკუნოჲ დავიმკჳდროთ და გჳრგჳნი სასუფეველისაჲ მოგუეცეს. რამეთუ ნუ ამას ოდენ ვხედავთ, ვითარმედ ცოდვითა შებღალულ ვართ, არამედ ესეცა ვიხილოთ, ვითარმედ მეუფე ჩუენი კაცთმოყუარე არს. უკუეთუ შევინანოთ, ყოველივე აღ-...

სრულად ნახვა