თარგმანი: ვინ-მე მიუთხრნეს განგებულებანი ღმრთისანი, რომელმან-იგი მართლმსაჯულებისა მიერ თჳსისა ანგელოზთა შეცოდებულთა არა ჰრიდა მიცემაჲ სატანჯველსა, ხოლო კაცთმოყუარებისათჳს თჳსისა მეძავნი და მეზუერენი სასუფეველსა ღირს ყვნა. გარნა შენ იხილე მოციქულისაჲ, ვითარ დასაბამითგანი ყოველივე საშინელებაჲ მშჯავრთა ღმრთისათაჲ წარმოთქუა შესაძრწუნებელად მათდა, რომელნი-იგი ორგულებდენ უეჭუელად ყოფადსა მას დაუსრულებელობასა საუკუნეთა სატანჯველთასა, და პირველად პირველისა მისგან განდგომილისა დასისა იწყებს, რომელმან-იგი ანგელოზთა პატივისაგან ეშმაკ ყოფაჲ აღირჩია მზუაობრობითა გონებისა თჳსისაჲთა. ამისთჳსცა, რაჟამს განკაცნა ქრისტე, იწყეს მისსა მიმართ ვედრებად, ვითარმედ: ნუ წარმავლინებ ჩუენ უფსკრულად. და მათთჳს იტჳს აწ, ვითარმედ: პირველ ყოფადისა მის საშჯელისა შეკრნა ჯაჭჳთა ბრძანებათა თჳსთაჲთა, და მისცნა იგინი ცეცხლსა საუკუნესა, დამარხვად მერმისა მისთჳს საშჯელისა, რომლისათჳს ჴმობდეს: მოსრულ ხარ პირველ ჟამისა ტანჯვად ჩუენდა; ესე იგი არს უწინარეს ყოფადისა მის საუკუნოჲსა საშჯელისა. ამისსა შემდგომად წყლით რღუნისასა მას მოიჴსენებს წარწყმედასა უღმრთოთასა, რომლისაგან...
2 პეტრე 2:7
6. და ქალაქები იგი სოდომელთა და გომორეველთაჲ დაწუა და დააქცია და დასაჯა და სახედ მერმეთა მათ უღმრთოთა დადვა.7. და მართალი ლოთ, დაწუნებული უშჯულოთა მათ სიბილწით მრავალთაგან, იჴსნა.8. რამეთუ ხედვითა და სმენითა მართალი იგი დამკჳდრებულ რაჲ იყო მათ შორის, დღითი-დღედ სული იგი მისი მართალი უშჯულოთა მათ საქმეთაგან იტანჯებოდა.
2 პეტრე თავი 2