მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრე 2:3

2. და მრავალნი შეუდგენ მათსა მას არაწმიდებასა, რომელთაგან გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ იგმებოდის.3. და ანგაჰრებითა და ტყუილისა სიტყჳთა თქუენ გვაჭრობდენ, რომელთა საშჯელი პირველითგან არა დასცხრების და წარსაწყმედელსა მათსა ჰრულის.4. უკუეთუ ღმერთმან ანგელოზთა მათ შეცოდებულთა არა ჰრიდა, არამედ ჯაჭუებითა მით წყუდიადისაჲთა ტარტაროზსა შეაყენნა და მისცნა იგინი სატანჯველად და საშჯელად დამარხვად.
2 პეტრე თავი 2
3. და ანგაჰრებითა და ტყუილისა სიტყჳთა თქუენ გვაჭრობდენ, რომელთა საშჯელი პირველითგან არა დასცხრების და წარსაწყმედელსა მათსა ჰრულის.
თავი გ̂. წინაჲსწარ თხრობაჲ მაცთურთა აღდგომისათჳს საცთურიანისა და მწვალებელთა უღმრთოებისა და ყოფადისა მის საშჯელისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იყვნეს ცრუ-წინაჲსწარმეტყუელნიცა ერსა შორის, ვითარცა-იგი და თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაჲ წარწყმედისაჲ და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარ-ჰყოფდენ და მოიზიდვიდენ თავისა მათისათჳს მსთუად წარწყმედასა, და მრავალნი შეუდგენ მათსა მას არა-წმიდებასა, რომელთაგან გზაჲ: იგი ჭეშმარიტებისაჲ იგმებოდის და ანგაჰრებით და ტყუილისა სიტყჳთა თქუენ გვაჭრობდენ, რომელთა საშჯელი პირველითგან არა დასცხრების და წარსაწყმედელსა მათსა არა ჰრულეს (2,1-3).:

თარგმანი: ვინაჲთგან წინაჲსწარმეტყუელთა სიტყჳსა რწმუნებაჲ თქუა, აწ განაკრძალებს ცრუ-წინაჲსწარმეტყუელთაგან, რაჲთა განარჩევდენ მათ, ვითარცა ღუარძლსა იფქლისაგან და უწყოდენ კრძალვაჲ მათგან, ვითარცა საძოვართა სასიკუდინეთაგან. ამას თანა და კუალად მის ჟამისსაცა აუწყებს ყოფადსა მწვალებელთა მიერსა სიბოროტესა, რამეთუ იწყებდა-ღა ოდენ საცთური იგი ნიკოლაელთაჲ, რომელთათჳს მრჩობლსა სიბოროტება წინა-მოასწავებს, ვითარმედ შჯულითა უღმრთო იყვნენ და საქმითა ბილწ, რომლითა უმრავლესნი მიიზიდნენ საცთურსა მას მათსა და იყვნენ მგმობარ ქადაგებასა ჭეშმარიტებისასა, ვითარცა ყოვლად წინა-აღმდგომსა ტყუილისასა, და უძჳრესი ესე არს, რამეთუ ტყუილისა იგი სიტყუანი ღონე შეძინებისა და სავაჭრო ანგაჰრებისა ყვნეს, რომელი-ესე ყოვლად უცხო არს შჯულისაგან საღმრთოთა სიტყუათაჲსა. ესევითართა მათ უკეთურებისა საშჯელი წინა-განმზადებულ არს ღმრთისა მიერ წინაჲსწარ ყოვლისავე მეცნიერისა, რამეთუ რომელმან-იგი წინაჲსწარ უწყოდა ყოფაჲ კაცთაჲ კეთილთა და სათნოთაჲ და მისაგებელად ღუაწლისა მათისა წინა-განუმზადნა მათ საშუებელნი ზეცისანი, მანვე წინაჲსწარ ცნობითა ბოროტ ყოფადთა მათგან უჩინა ადგილი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის