მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრე 2:16

15. დაუტევეს წრფელი იგი გზაჲ, შესცთეს და შეუდგეს გზასა მას ბალამ ბოსორელისასა, რომელმან-იგი სასყიდელი სიცრუისაჲ შეიყუარა.16. მამხილებელად აქუნდა თჳსისა უშჯულოებისა კარაული უტყჳ, კაცობრივითა ჴმითა მეტყუელი, რომელმან დააბრკოლა წინაწარმეტყუელისა იგი უგუნურებაჲ17. ესენი არიან წყარონი ურწყულნი, ღრუბელნი არმურისა მიერ მიმოტაცებულნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელი საუკუნოჲ დამარხულ არს.
2 პეტრე თავი 2
16. მამხილებელად აქუნდა თჳსისა უშჯულოებისა კარაული უტყჳ, კაცობრივითა ჴმითა მეტყუელი, რომელმან დააბრკოლა წინაწარმეტყუელისა იგი უგუნურებაჲ
თავი გ̂. წინაჲსწარ თხრობაჲ მაცთურთა აღდგომისათჳს საცთურიანისა და მწვალებელთა უღმრთოებისა და ყოფადისა მის საშჯელისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: დაუტევეს გზაჲ იგი წრფელი, შესცთეს და შეუდგეს გზასა მას ბალამ ბოსორელისასა, რომელმან-იგი სასყიდელი სიცრუისაჲ შეიყუარა. მამხილებელად აქუნდა თჳსისა უშჯულოებისა კარაული უტყჳ, კაცობრივითა ჴმითა მეტყუელი, რომელმან დააბრკოლა წინაჲსწარმეტყუელისა იგი უგუნურებაჲ (2,15-16).:

თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ ტრფიალებითა საჴმართ მოგებისაჲთა აიძულა ღმერთსა მისნობისა ჴელოვნებითა მომრეწელმან მან საჴმართამან ბალაამ შემდგომად ორ-გზის დაყენებისა კუალად წარსლვაჲ ბალაკისსა, რაჲთა შეიძინნეს მიერ საფასენი, რომლისთჳსცა არა ენება ღმერთსა და ჰრქუა, რაჲთა არა წარვიდეს. ხოლო შემდგომად იძულებისა მიუშუა წარსლვად, არამედ შეუკრა პირი, რაჲთა ვერ თქუას, რაჲ-იგი არა ჰნებავს ღმერთსა. და ვერცა თქუა, დაღაცათუ სამ-გზის იცვალა ადგილი, რამეთუ წინაჲსწარცა მგზავრ მხილებულ იყო კარაულისაგან პირუტყჳსა, რომელი ესრეთ ამხილებდა, ვითარმედ: უკუეთუ მე მივსდერკ გზისაგან წინადამთხუევისათჳს ანგელოზისა, ვითარ შენ არა შეიკდიმე სლვად გზასა, რომლისაგან გაყენებდა ღმერთი? ვინაჲცა ბოროტად მოკუდა მისანი იგი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის