მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 პეტრე 2:1

1. იყვნეს ცრუ-წინაწარმეტყუელნი ერსა შორის, ვითარცა-იგი თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაჲ წარწყმედისაჲ და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარ-ჰყოფდენ და მოიზიდვიდენ თავისა მათისათჳს მსთუად წარწყმედასა.2. და მრავალნი შეუდგენ მათსა მას არაწმიდებასა, რომელთაგან გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ იგმებოდის.
2 პეტრე თავი 2
1. იყვნეს ცრუ-წინაწარმეტყუელნი ერსა შორის, ვითარცა-იგი თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაჲ წარწყმედისაჲ და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარ-ჰყოფდენ და მოიზიდვიდენ თავისა მათისათჳს მსთუად წარწყმედასა.
თავი გ̂. წინაჲსწარ თხრობაჲ მაცთურთა აღდგომისათჳს საცთურიანისა და მწვალებელთა უღმრთოებისა და ყოფადისა მის საშჯელისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იყვნეს ცრუ-წინაჲსწარმეტყუელნიცა ერსა შორის, ვითარცა-იგი და თქუენ შორისცა ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი, რომელთა შემოიღონ წვალებაჲ წარწყმედისაჲ და განმათავისუფლებელსა მათსა უფალსა უარ-ჰყოფდენ და მოიზიდვიდენ თავისა მათისათჳს მსთუად წარწყმედასა, და მრავალნი შეუდგენ მათსა მას არა-წმიდებასა, რომელთაგან გზაჲ: იგი ჭეშმარიტებისაჲ იგმებოდის და ანგაჰრებით და ტყუილისა სიტყჳთა თქუენ გვაჭრობდენ, რომელთა საშჯელი პირველითგან არა დასცხრების და წარსაწყმედელსა მათსა არა ჰრულეს (2,1-3).:

თარგმანი: ვინაჲთგან წინაჲსწარმეტყუელთა სიტყჳსა რწმუნებაჲ თქუა, აწ განაკრძალებს ცრუ-წინაჲსწარმეტყუელთაგან, რაჲთა განარჩევდენ მათ, ვითარცა ღუარძლსა იფქლისაგან და უწყოდენ კრძალვაჲ მათგან, ვითარცა საძოვართა სასიკუდინეთაგან. ამას თანა და კუალად მის ჟამისსაცა აუწყებს ყოფადსა მწვალებელთა მიერსა სიბოროტესა, რამეთუ იწყებდა-ღა ოდენ საცთური იგი ნიკოლაელთაჲ, რომელთათჳს მრჩობლსა სიბოროტება წინა-მოასწავებს, ვითარმედ შჯულითა უღმრთო იყვნენ და საქმითა ბილწ, რომლითა უმრავლესნი მიიზიდნენ საცთურსა მას მათსა და იყვნენ მგმობარ ქადაგებასა ჭეშმარიტებისასა, ვითარცა ყოვლად წინა-აღმდგომსა ტყუილისასა, და უძჳრესი ესე არს, რამეთუ ტყუილისა იგი სიტყუანი ღონე შეძინებისა და სავაჭრო ანგაჰრებისა ყვნეს, რომელი-ესე ყოვლად უცხო არს შჯულისაგან საღმრთოთა სიტყუათაჲსა. ესევითართა მათ უკეთურებისა საშჯელი წინა-განმზადებულ არს ღმრთისა მიერ წინაჲსწარ ყოვლისავე მეცნიერისა, რამეთუ რომელმან-იგი წინაჲსწარ უწყოდა ყოფაჲ კაცთაჲ კეთილთა და სათნოთაჲ და მისაგებელად ღუაწლისა მათისა წინა-განუმზადნა მათ საშუებელნი ზეცისანი, მანვე წინაჲსწარ ცნობითა ბოროტ ყოფადთა მათგან უჩინა ადგილი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კჱ ვითარმედ კაცი უფლებული ცოდვათაგან არარაჲთა განყოფილ არს ეშმაკეულისაგან:

...იგინიცა ეშმაკეულ არიანა და უძჳრესცა ეშმაკეულთასა? და რაჲთა არა ფრიად განმრავლდეს სიტყუაჲ ესე ჩემი, თქუენ დაგიტევებ გულისჴმის-ყოფად თითოეულისა ვნებისათჳს, ვითარ რომელიცა ვის სრულიად ეუფლოს, ცნობამიღებულ და ეშმაკეულ ჰყოფს. ამისთჳს თქუმულ არს, ვითარმედ: „რომლისაგანცა ძლეულ არს კაცი, მისდაცა დამონებულ არს“. აწ უკუე თითოეულისა ვნებისა ეშმაკი არს; რომელი იძლიოს და დაემონოს ეშმაკსა რომლისავე ვნებისასა, არა ეშმაკეულ არსა ესევითარი იგი?

აწ უკუე ესე ყოველი, ძმანო, გულისჴმა-ვყოთ და ნუ ვიქმნებით მონა ვნებათა, არამედ აზნაურებაჲ იგი, რომელი ქრისტემან მოგუანიჭა, შევიტკბოთ და მას მხოლოსა ვჰმონოთ, რომელმან მიჴსნნა ჩუენ მონებისაგან ეშმაკისა; ვითარცა იტყჳს მოციქული პავლე, ვითარმედ: „მონანი ხართ, რომელსაცა ერჩით; გინა თუ ცოდვასა სიკუდილდ, ანუ მორჩილებად სიმართლისა“; და მერმე იტყჳს: „ვითარცა წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და ურჩულოებასა ურჩულოებად, ეგრეცა აწ წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად სიმართლესა სიწმიდედ“, და შემდგომი ამისი.

ამისთჳს, საყუარელნო, ვისწრაფოთ განთავისუფლებად მონებისაგან ვნებათაჲსა და ვჰმონოთ სიმართლესა, რა...

სრულად ნახვა