პეტრე მოციქულისა წიგნი კათოლიკე მეორე
სიმონ პეტრე, მონაჲ და მოციქული იესუ ქრისტესი, რომელთა-ეგე სწორი ჩუენდა პატივი ხუედრებულ არს სარწმუნოებაჲ სიმართლითა ღმრთისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესითა (1,1).
თარგმანი: იხილე, ვითარ დასაბამსავე სიტყჳსასა მყის თანამდებ ჰყოფს მსმენელთა ყოვლითურთ ბაძვად თჳსსა, ვითარმედ ერთ არს და სწორ მათდა სარწმუნოებაჲ ქრისტესი და ნიჭი წმიდისა ნათლისღებისაჲ და მადლი შვილებისაჲ. ვითარ-იგი ქადაგთათჳს და თუალით მხილველთა სიტყჳსათა, ეგრეთვე ყოველთათჳს, რომელთა...
