მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 9:8

7. კაცად-კაცადსა ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით; რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა.8. ხოლო ძალ-უც ღმერთსა ყოველივე საჴმარი გარდამატებად თქუენდა, რაჲთა ყოველსა შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გაქუნდეს, და ჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა.9. ვითარცა წერილ არს: განაბნია და მისცა იგი გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9
8. ხოლო ძალ-უც ღმერთსა ყოველივე საჴმარი გარდამატებად თქუენდა, რაჲთა ყოველსა შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გაქუნდეს, და ჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ძალ-უც ღმერთსა ყოველივე საჴმარი გარდამატებად თქუენდა (9,8).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო ძალ-უც ღმერთსა ყოველი მადლი გარდამატებად თქუენდა. "მადლად" უწოდს ზოგად ყოველსავე სულიერსა და ჴორციელსა; ვითარმედ: ძალ-უც ღმერთსა თქუენ ჴორციელისა რაჲსმე და კნინოდენისა მიმცემელთაჲ ყოველსავე შინა მადლსა განმდიდრებად თქუენდა; და წარმავალისა წილ წარუვალი, და საჭიროჲსა საჴმრისა წილ სხუათაცა უხუებით მისაცემელად მოგმადლოს თქუენ ყოველივე კეთილი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის