თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რაჲ-ესე მე წარმოვთქუ მოწყალებისათჳს, ესოდენ არს სიტყუაჲ ჩემი, გარნა არავის ვაიძულებ, არამედ კაცად-კაცადსა ჴელმწიფებაჲ აქუს, ვითარცა თჳთ ენებოს, აღრჩევად ნებსით და არა უნებლებით, მხიარულებით და არა მწუხარებით, რამეთუ მე ზემოცა მითქუამს, ვითარმედ: "არავის ვაიძულებ, არამედ განვაზრახებ". და კუალად, აწ მასვე დავამტკიცებ წამებითა წიგნისაგან იგავთაჲსა შემოღებულითა, ვითარმედ: მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა.
2 კორინთელთა მიმართ 9:7
6. ხოლო ესე: რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს.7. კაცად-კაცადსა ვითარცა გამოურჩევიეს გულითა, ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით; რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა.8. ხოლო ძალ-უც ღმერთსა ყოველივე საჴმარი გარდამატებად თქუენდა, რაჲთა ყოველსა შინა მარადის ყოველივე უნაკლულოდ გაქუნდეს, და ჰმატებდეთ ყოველსა ზედა საქმესა კეთილსა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9