მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 9:5

4. ნუ-უკუე, მო-რაჲ-ვიდენ ჩემ თანა მაკედონელნი და გპოვნენ თქუენ განუმზადებელნი, მრცხუენოდის ჩუენ, რაჲთა არა გეტყოდით თქუენ, - ამის ჯერისათჳს სიქადულისა.5. უმჯობესად უკუე შევჰრაცხე, რაჲთა ვევედრო ძმათა, რაჲთა წინაწარ მივიდენ თქუენდა და წინაწარ განგაკრძალნენ და დაამტკიცონ პირველ აღთქუმული იგი ევლოგიაჲ თქუენი, რაჲთა ესე განმზადებულ იყოს, ვითარცა ევლოგიაჲ და არა ვითარცა ანგაჰრებაჲ.6. ხოლო ესე: რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს, და რომელმან სთესოს კურთხევით, კურთხევითცა მოიმკოს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 9
5. უმჯობესად უკუე შევჰრაცხე, რაჲთა ვევედრო ძმათა, რაჲთა წინაწარ მივიდენ თქუენდა და წინაწარ განგაკრძალნენ და დაამტკიცონ პირველ აღთქუმული იგი ევლოგიაჲ თქუენი, რაჲთა ესე განმზადებულ იყოს, ვითარცა ევლოგიაჲ და არა ვითარცა ანგაჰრებაჲ.
თავი თ̂. წუევაჲ მიცემისათჳს საჴმარსა წმიდათასა, და პატივისათჳს, რომელი მისთჳს მოცემად არს, რომელსა შინა იტყჳს ტიტეს წარვლინებისათჳს მათდა მიმართ და სხუათა ვიეთმე წარჩინებულთა მის თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უმჯობესად უკუე შევჰრაცხე, რაჲთა ვევედრო ძმათა, რაჲთა წინაჲსწარ მივიდენ თქუენდა და წინაჲსწარ განგაკრძალნენ და დაამტკიცონ პირველ აღთქუმული იგი ევლოგიაჲ თქუენი (9,5).:

თარგმანი: ზემო ნამეტავ იტყოდა მიწერასა ამის პირთათჳს, რამეთუ საქმით აღსრულებულად შეჰრაცხდა სიტყუასა მათსა, ხოლო აწ უმჯობესად შეჰრაცხა წინა-მივლინებაჲ ძმათაჲ, რაჲთა წინა-განმზადებითა წინა-განკრძალულებით არღარა ჰრცხუენოდის, არცა მას, რომელმან იქადა, არცა მათ, ვიეთთჳს იქადა; რამეთუ მაშინ არად საჴმარებითა მიწერისაჲთა ამას ეტყოდა, ვითარმედ "ყოვლად უნაკლულო მგონიხართ"; ხოლო აწ მივლინებითა ძმათაჲთა უმეტესსა წინა-მზრუნველობასა თჳსსა აჩუენებს და უნაკლულო ყოფასა მათსა დაამტკიცებს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის